„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019211
146
29/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
300160070.10.003.019211
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2016 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური  რეგლამენტის მე-6 მუხლის:

1. მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 „გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ  სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული მარკირებული ხე-ტყის, აგრეთვე სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება.“.

2.  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისადმი ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევას.“. 

მუხლი 2
ამ დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ვადის შეზღუდვა ასევე გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ ხე-ტყის დამზადების ბილეთებზეც.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი