საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021088
  • Word
500
24/03/2016
ვებგვერდი, 01/04/2016
000000000.00.003.021088
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №500

2016 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე

  1. საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების მიზნით, დაევალოთ:

      ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის „bacillus thuringiensis var.israelensis“ შესასყიდად „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 100 000 ლარის მიმართვა; 

      ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 3500 კგ პრეპარატის – „სიფლუტრინის ჯგუფის“ პირეტროიდის (ინსექტიციდი) შესყიდვისა და შენობათა შიდა ფართობების სადეზინსექციო ღონისძიებების გასატარებელი მომსახურების შესასყიდად „ეპიდზედამხედველობის“ პროგრამისთვის (პროგრამული კოდი: 35 03 02 03) შესაბამისი თანხის დამატება;

      გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

      გ.ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში, არსებული ნაშთების გამოყენებით, გაატაროს ღია სივრცეში „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები დაახლოებით 1000 ჰექტარზე;

      გ.ბ) 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის (bacillus thuringiensis var.israelensis) შესყიდვა და ამ პრეპარატით წყალსატევების დამუშავება, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სამანქანე აგრეგატების გამოყენებით;

      დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს:

      დ.ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხებით უზრუნველყოს 3500 კგ პრეპარატის – „სიფლუტრინის ჯგუფის“ პირეტროიდის (ინსექტიციდი) შესყიდვის განხორციელება და შესყიდული პრეპარატიდან გადასცეს:

     დ.ა.ა) ა(ა)იპ – თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს 1200 (ათას ორასი) კგ;

     დ.ა.ბ) ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 600 (ექვსასი) კგ;

დ.ა.გ) ა(ა)იპ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 300 (სამასი) კგ;

დ.ა.დ) ა(ა)იპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 500 (ხუთასი) კგ;

დ.ა.ე) ა(ა)იპ – სენაკის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 150 (ას ორმოცდაათი) კგ;  

დ.ა.ვ) სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს – 750 (შვიდას ორმოცდაათი) კგ;

დ.ბ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსექტიციდების დამუშავების მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

 ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას (საჭიროების შემთხვევაში) ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებაზე ზედამხედველობა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეთ უფლება,  ამ განკარგულებით გათვალისწინებული პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების საერთო კოორდინაცია.

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი