დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0-კმ27+00 (ნატახტარი-ჟინვალი) მონაკვეთზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021087 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №49 9
2016 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0-კმ27+00 (ნატახტარი-ჟინვალი) მონაკვეთზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2019 წლის პირველ იანვრამდე დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0-კმ27+00 (ნატახტარი-ჟინვალი) მონაკვეთზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0-კმ27+00 (ნატახტარი-ჟინვალი) მონაკვეთზე, საავტომობილო გზის ღერძიდან 40-მეტრიან ზოლში (ორივე მხარეს) დაწესდეს შეზღუდვა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2019 წლის პირველ იანვრამდე არ შეითანხმოს ნებისმიერი სახის ობიექტების მშენებლობის საკითხები.
3. ეთხოვოს ქალაქ მცხეთის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს, რომ 2019 წლის პირველ იანვრამდე შეაჩერონ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0-კმ27+00 (ნატახტარი-ჟინვალი) მონაკვეთზე საავტომობილო გზის ღერძიდან 40-მეტრიან ზოლში (ორივე მხარეს) მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა.
4. ამ განკარგულებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდეს დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემამდე შეთანხმებული ობიექტ(ებ)ის მშენებლობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები