სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021084
  • Word
496
21/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
000000000.00.003.021084
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №496

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანს“ (ს/კ: №404464343) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული 321.7484 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით _ 85 300 (ოთხმოცდახუთი ათას სამასი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალწლიანი  ხე-მცენარეების გაშენება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 200 ჰა ფართობზე;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 270 ჰა ფართობზე;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 505 000 (ორი მილიონ ხუთას ხუთი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 1 755 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 2 505 000 (ორი მილიონ ხუთას ხუთი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისად;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 (ხუთი) წელიწადი – იჯარის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ე.ჯ.სი. ჯორჯიანმა“წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფოქონებისეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი