სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021082
  • Word
494
21/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
000000000.00.003.021082
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №494

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ფ/პ ივანე მარტიაშვილს (უფლებამონაცვლე: შპს „აჭარა რიალ ისთეითი“ (ს/ნ: 204515756))შორის (დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში) 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №1-7209 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნები და უფლებები.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი