სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021077
489
21/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
000000000.00.003.021077
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №489

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5/11649 გადაწყვეტილება ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა №37ა-ში მდებარე 1641.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: ობიექტი 1-ის (სამხედრო კომისარიატი) განაშენიანების ფართით 218.3 კვ.მ, ობიექტი 2-ის - განაშენიანების ფართით 6.1 კვ.მ და ობიექტი 3-ის (ავტოფარეხი) ფართით 76.4 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №65.12.33.425) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი