რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021074
  • Word
486
21/03/2016
ვებგვერდი, 01/04/2016
000000000.00.003.021074
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №486

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ

 

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო  დავალიანებების  რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადებების საფუძველზე:

 

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  შესაბამისად, განხორციელდეს შპს „უშბა დისტილერზე“ (ს/ნ 205011262) 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების (იმპორტის გადასახადის გარეშე), სულ − 1 743 463.04 ლარის რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე  − გაყინვა, 36 თვე  −  გადავადება).

2. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  შესაბამისად, განხორციელდეს „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში სამეწარმეო ამხანაგობა „ენვერ ლაზიშვილსა და სხვებზე“ (ს/ნ 247009268) გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ − 29 597.98 ლარის (ძირითადი თანხა − 18 702 ლარი, პროცენტი − 2 912 ლარი, პირგასამტეხლო − 7 983.98 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე − გაყინვა, 36 თვე  − გადავადება).

3. სამეწარმეო ამხანაგობა „ენვერ ლაზიშვილმა და სხვებმა“ (ს/ნ 247009268), „სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობა უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანებისა და მასზე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დასარიცხი  სარგებლის ოდენობას.

4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი  მუხლის „კ.ა“ და „კ.დ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უიმედო სესხი, შპს „გევას“ (ს/ნ 236036035) ჩამოეწეროს 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული 21 270 526.73 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის სასესხო დავალიანება ლარში (ძირითადი ვალი − 4 750 000.00 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირითადი ვალის ვადაგადაცილებაზე − 12 957 888.64 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი − 887 462.60 აშშ დოლარი, ჯარიმა დარიცხული პროცენტის ვადაგადაცილებაზე −  2 675 175.49 აშშ დოლარი).

5. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, №1 დანართის შესაბამისად.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი