ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021073
  • Word
485
21/03/2016
ვებგვერდი, 01/04/2016
000000000.00.003.021073
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №485

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

 

ქალაქ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 872 293 (ორი მილიონ რვაას სამოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარი, მათ შორის:

ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს  1 872 293 (ერთი მილიონ რვაას სამოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი) ლარი სოფელ ხიდისთავში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

ბ) ქალაქ ოზურგეთს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსების განსახორციელებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი