დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების დეტალური პროექტის დაფინანსების და ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021070 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №482
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების დეტალური პროექტის დაფინანსების და ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმართულების შესახებ.
2. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების დეტალური პროექტების დაფინანსების და ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების შესახებ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს:
ა) მსოფლიო ბანკს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის დეტალური პროექტის დაფინანსებასთან და ასევე აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის მიზნით, საჭირო დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით;
ბ) აზიის განვითარების ბანკს, „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დეტალური პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები