საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021058
  • Word
470
21/03/2016
ვებგვერდი, 01/04/2016
000000000.00.003.021058
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №470

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში   არსებულ   შენობებში (ქ. თბილისი,    გ. ლეონიძის  ქუჩა  №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №5),  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით,  განთავსებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  განახორციელოს შენობების მომსახურებისთვის 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელ-გენერატორის მუშაობის  ხარჯები) დაფარვა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის - „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) - ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                გ. კვირიკაშვილი