დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში 15 000 მ2 მწვანე გაზონის (რულონი) მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021054 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №466
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის განმავლობაში 15 000 მ2 მწვანე გაზონის (რულონი) მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, 2016 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს 15 000 მ2 მწვანე გაზონის (რულონი) მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 300 000 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული „გამწვანების ღონისძიებების“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 03 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები