დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 29/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.11.004.016039 |
|
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებით დამტკიცებულ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია მხოლოდ იმ დაინტერესებული პირის თანხმობით, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და, ასევე, იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გასაჯაროება აუცილებელია ეროვნული ბანკის ფუნქციების განსახორციელებლად ან კანონმდელობის მოთხოვნების დასაცავად.“ ბ) წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირის მიერ ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად, ავტომატურად არ ნიშნავს ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერაც გასაჯაროებას. ამ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაცია კვლავ ინარჩუნებს კონფიდენციალურ ხასიათს.“ |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები