„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 10/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016085
4
30/03/2016
ვებგვერდი, 01/04/2016
040170020.57.069.016085
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №4

2016 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებულ წესის:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. მომართვა (მათ შორის, დაზუსტებული მომართვა), რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71. ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემდეგ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით.

2. სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ისეთი ცვლილება, რომლის გამარტივებული შესყიდვის საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 10 აპრილიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე