დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 მაისის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.058.016096 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 მაისის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/05/2014; 010320040.33.058.016072) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; 3. რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა; 4. კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 5. შემდეგი თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები