,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016180
08
28/03/2016
ვებგვერდი, 29/03/2016
010250020.35.131.016180
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2016 წლის 28 მარტი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ვ“ ქვეპუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 861 მუხლის შესაბამისად ქმნის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.“.

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილების  მე-12 მუხლის პირველი პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებების   ორგანიზებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე