დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 07 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016179 |
|
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში (სსმ 06.01.2016 წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.131.016171) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
. |
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 31737025 ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2900000 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 26669643 ლარის ოდენობით.
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2167382. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14193970. ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19940175. ლარის ოდენობით მათ შორის.
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19940175 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით;.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 34134145 ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
(ლარი)
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო. |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2397120 ლარის ოდენობით; |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - (-3 251 853) ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-854733 ) ლარის ოდენობით. გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წინა წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტის სესხის მომსახურების ხარჯებისა, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანახმად ხელშეკრულებისა ფაქტიური შესრულებიდან წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა სულ 116563 ლარი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის ღონისძიება 11419 ლარი, კულტურის სახლის მშენებლობა 69055,09 ლარი, ქალაქ ქობულეთში ჭავჭავაძის უბნის (ჭავჭავაძის ქუჩის, ჭავჭავაძის პირველი შესახვევის, ჭავჭავაძის პირველი და მეორე ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა თანხით 30436,7 ლარი და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში მდებარე ამფითეატრის რეაბილიტაცია თანხით 5652,17 ლარი). |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული, კულტურული ღონისძიებები |
სპორტულ, კულტურულ, პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
1.1 . სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის ქუჩების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულ ქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება, მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 2.1.1. ქუჩების, ქუჩებს შორის გადასასვლელების (მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას იმ უბნებში სადაც ძირითადად მოწესრიგებული იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა სადაც მოეწყობა მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, დაიგება ასფალტობეტონის საფარი და მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. ქალაქ ქობულეთში აბაშიძის ქუჩის (მდ კინტრიშიდან კარიერის დასახლებამდე) არსებულ ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები და მოეწყობა ბორდიურები. ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქუჩა ე.წ. ცენტრალურ სასაფლაოებთან მისასვლელი გზის მონაკვეთზე დაგეგმილია მისასვლელი გზის (საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ მოეწყობა სავალი გზის ნაწილი და მიწისქვეშა კომუნიკაცია, აგრეთვე მოეწყობა ტროტუარები დეკორატიული ფილებით და მოეწყობა ბორდიურები. მოწესრიგდება საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზები. პროგრამით დასრულდება გარდამავალი ღონისძიებებიც კერძოდ: ქალაქ ქობულეთში ჯავახიშვილის უბნის (ჯავახიშვილის ქუჩის, ჯავახიშვილის პირველი, მეორე, მესამე შესახვევის და რუსთაველის პირველი შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, ქალაქ ქობულეთში კომახიძის ქუჩის (კომახიძის ქუჩის, კომახიძის ქუჩისა და გოგებაშვილის ქუჩის შესასვლელის რუსთაველის ქუჩამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, ქ. ქობულეთში ლესელიძის ქუჩის (ლესელიძის ქუჩისა და ლესელიძის შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა და ქ. ქობულეთში რუსთაველის ქ. №325-დან №341-მდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. 2.1.2. ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს ჯებირისა, სანაპიროს სავალი ნაწილის რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. ქობულეთში "ჯორჯიან პალასის "მიმდებარედ სანაპიროზე ჩასასვლელი კიბის და პანდუსის მოწყობას, თამარ მეფის სანაპიროზე სასტუმრო "ივერიასთან" ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებს. 2.1.3. მუნიციპალიტეტში გზების სამუშაოები (მათ შორის ნაპირსამაგრი, საძირკვლების, ჯარგვალისა და ფერდსამაგრი სამუშაოები და მისასვლელი გზები) (პროგრამული კოდი 03 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2014 წლის ნოემბრის და 2015 წლის 8 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახლის საძირკველისა, ჯარგვალისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობა. სახლებთან მისასვლელი გზის მოწყობა და სასაფლაოს ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოებს. 2.1.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თემებში, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“ მიერ. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწყობა, მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყლის გაუსნებელყოფა, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქუჩა №137, №162ე, №162 დ, №162ზ, №162ჟ, №164, №164-ა, №166, №166-ა, №215-ა, ვერულიძის №5 და №9, კომახიძის №100 და 9 აპრილის №24 ში ასევე ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა №2 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, კერძოდ მოეწყობა სანიაღვრე საკანალიზაციო ჭების სისტემებიც და ეზოებში დაიგება დეკორატიული ფილები, მოწესრიგდება გაზონები. ქვეპროგრამის ფარგლებში გადაიხურება მუნიციაპლიტეტში არსებული 27 მრავალბინიანი სავხოვრებელი სახლი. 2.2.2. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოპტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა. წლის განმავლობაში ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელისშეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის 4800 ზე მეტი წერტის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება. რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნებას. 2.2.3. მუნიციპალიტეტის სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მაწანწალა ცხოველების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაჭერილი ცხოველების გაუნებელყოფა. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, რასაც განახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება. 2.2.4. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, რასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება, პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. შპს „ქობულეთის წყალი“ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დროულ და ხარისხიანად მიწოდებას, დაფინანსება ხდება სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტრო ენერგიის ანაზღაურების მიზნით, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეუურნეო წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (გამრიცხველიანება), გარდა ამისა სოფლებში კერძოდ: სოფელ ზედა სამების წყალსადენის სისტემის მოყობა, სოფელ ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა, სოფ. ჩაისუბნში წყალსადენის სისტემის პირველი ეტაპის ანუ სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები, სოფ ლეღვაში წყალსადენის სისტემის სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მოწყობა, საჩინოს თემში პირველ ეტაპზე (სოფლებში საჩინოში და ქვედა აჭყვაში წყლის სათავეს და ქსელის მოწყობა) წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. დაგეგმილია სოფელი ჭახათის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია სოფლების: აჭყვისთავის, ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს და წყავროკას წყლის სისტემების რეაბილიტაცია. აგრეთვე დაგეგმილია სოფელი ჭახათის ე.წ."კურჩხულას" წყალსადენის სათავე ნაგებობისა და სოფლებში მუხაესტატესა და წყავროკაში ახალი ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები. პროგრამა დააფინანსებს დაბა ოჩხამურში 4 ერთეული წყალსაქაჩი ტუმბოს მოწოდება-მონტაჟის ხარჯებს, აგრეთვე ქაქუთის წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ქვეპროგრამით გრძელდება ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს, რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას, ამორტიზირებული წყლის მილების პერიოდულ შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან და მოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. 2.2.6. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში ,,მტს" და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოების II ეტაპი, განხორციელდება ქალაქ ქობულეთში ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები (სეპტიკის მშენებლობა და კანალიზაციის სისტემა-ელემენტების მოწყობა). ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დაბა ჩაქვში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში სანიაღვრე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები, ქ. ქობულეთში სანიაღვრე არხების (7 ერთეული) და სანაპირო ზოლში სანიაღვრე ჭების (15 ერთეული) მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამით დასრულდება გელაურისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, აგრეთვე ქალაქ ქობულეთში გელაურის დასახლების (არხის მარჯვენა მხარე, კაიკაციშვილის, პუშკინის, აკ. წერეთლის, თხილაიშვილის, ვაჟა ფშაველას, კინტრიშის, ნ. ბარათაშვილის ქუჩებისა და ჰ. აბაშიძის და კაიკაციშვილის შესახვევების) კანალიზაციის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება. 2.2.7. უკანონო მიშენებებისა და ჯიხურების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის იერ-სახის შენარჩუნების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უსახური, ამორტიზირებული ნაგებობების და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2.3.1. სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქობულეთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ დაიგება ფილები, მწვანე საფარის დაზიანებული ადგილები შეიცვლება ახლით, ცენტრალურ გზასა და სკვერს შორის მოეწყობა ახალი დეკორატიული მოაჯირები და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში საფეხმავლო და სამანქანე სავალი ნაწილების მოწესრიგება, ბეტონის დეკორატიული საგზაო ფილების, ბეტონის ბორდიურების მოწყობა, საპარკე საკამების, ქუჩის გარე განათების მოწყობა და სხვა. პროგრამით დაგეგმილია აგრეთვე ქ. ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, ქ. ქობულეთის პარკში, ამფითეატრისა და დაბა ჩაქვის პარკში არსებული ხის ხიდის საფარის რეაბილიტაცია, კარიერის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია. 2.3.2. მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს შენობის სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე დაგეგმილია სოფელ ხუცუბანში არსებული საფერშლო პუნქტის შენობის რებილიტაციის სამუშაოები. 2.3.3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რკინა-ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების (ღობეების) და სკვერებსა და პარკებში საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანაგვე ურნების შეძენა, აგრეთვე ქალაქ ქობულეთში სანაპირო ზოლში სამყურა სკამი/საყვავილეს მოწყობა. 2.4. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტში სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. 2.5 ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია კეთილმოწყობა (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა) (პროგრამული კოდი 03 05) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების “ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ თანახმად პროგრამა ითვალისწინებს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების, კეთილმოწყობის და სხვა) დაფინანსებას. 2.6. საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 2.7. აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. 2.8. სხვადასხვა სანიტარულ-ჰიგიენური და ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 08) ტურისტული სეზონის დადგომამდე და სეზონის განმავლობაში აუცილებელი ხდება ტურისტულ ობიექტებში გარემო ზემოქმედების ფაქტორებისა და მიკროკლიმატის მაჩვენებლების, კვების ბლოკების მდგომარეობის მოქმედ სანიტარულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2.9. „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა (პროგრამული კოდი 03 12) მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადების მონიტორინგისა და კატასტროფების, დავაადებების რისკის შემცირებისა და გენდერული თანასწორობის დანერგვის მიმართულებით მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ერთობლივი პროექტის თანადაფინანსება და ამ მიზნით გაიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ხელშეწყობისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს. პროგრამა დაიწყო 2015წელს და დასრულდება 2017 წლის მარტის თვეში. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სადაც სკოლამდელ აღზრდა-განათლებას მიიღებს 2300 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. 3.1.2. საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა (სოფელი დაგვასა და ცეცხლაურში). პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობის, გელაურის, ხუცუბნის, სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მოწყობისა და დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩა №28-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება. გათვალისინებულია არსებული საბავშვო ბაღების გაზიფიცირების ხარჯები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1. ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). წრეებში დაკავებულია 300 ზე მეტი ბავშვი, ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგური შეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში. 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. გაგრძელდება სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერაც. 4.1.3. სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში სარაგბო კლუბის დაფინანსებას. კერძოდ სარაგბო კლუბი “პონტოს“ მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების დაფინანსებას, სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე გუნდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.1.4. სპორტული მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ დაგვაში მინი სტადიონის მშენებლობას, დაფინანსდება სოფელ მუხაესტატეში სტადიონის მოწყობა, ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარში სტადიონის სექციის აღდგენა, სპორტული მოედნების (2 მოედანი) მოწყობა (ქ. ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია) და ქობულეთის ცენტრალური სტადიონის რემონტი. 4.1.5. ა(ა)იპ " ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი-ქობულეთი" (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება. 4.1.6. ა(ა)იპ " ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი (პროგრამული კოდი 05 01 07) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს ფეხბურთის განვითარების (2016-2017წ) სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფეხბურთის მხარდაჭერისათვის გრანტი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი დააფინანსებს 2016 წლის პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის, დაბა ჩაქვისა და ქ. ქობულეთის სკოლები. ს0 მზე მეტი. 4.2.2. ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შედგება საბიბლიოთეკო და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება, მასში გაერთიანებულია სასოფლო კულტურული დაწესებულებები, შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ-თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა. პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3. ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 4.2.4. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული" (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და მუნიციპალიტეტის სტუმრების დაინტერესების, სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულები და სხვა. პროგრამით განხორციელდება ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები, მოხდება ტურისტული სარეკლამო მასალების მომზადება, პროგრამით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელი შეეწყობა ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას, შესაძლებელი გახდება გენდერული თანასწორობის დღის, შ.შ.მ. პირების უფლებათა დაცვის დღის და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 08) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი, რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას. მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონანტები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, საგამოფენო დარბაზი წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც, ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას, მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას. 5. ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება. 5.1 .1. ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპილეფსიით და მეორადი ეპილეფსური სინდრომით დაავადებული ბენეფიციარების ყოველდღიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით დახმარებას. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. 5.1.3. პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებული სულ 12 ერთეული პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას კომუნალური და გათბობის ხარჯებით. დაგეგმილია აღნიშნულ ამბულატორიებში მომსახურე ექიმთა სამედიცინო ჩანთების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით შევსება. 5.1.4. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 1500 ლარის ოდენობით. 5.1.5. ბრონქული ასთმით დაავადებულთა მედიკმენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბრონქული ასთმით დავადებული ბენეფიციარების მედიკამენტოზურ დახმარებას. ბრონქული ასთმის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელის შეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა ავადობისა და დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. ქვეპროგრამით განხორციელდება ბენეფიციართა წლის განმავლობაში ყოველდღიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.1.6. გულის ქირურგიის თანადაფინანსების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 07) ქვეპროგრამა დააფინანსებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, შვილები) მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებს, ასაკით პენსიონერებს. კერძოდ მათ დაუფინანსდებათ ქირურგიული ოპერაციის 80% ან 90% შევსება 100% მდე, დაავადების ძირითადი დამფინანსებლის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით. 5.1.7. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 08) ქვეპროგრამა დააფინანსებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს 18 წლის ზემოთ რომლთა ოჯახებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით, ბავშვებს (18 წლამდე ასაკის), შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და ასაკით პენსიონერებს რომლებიც არიან დაავადებული დიაბეტით (ტიპი 2). პროგრამით განხორციელდება ბენეფიციართა წლის განმავლობაში ყოველდღიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.2. სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0-დან 100000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი, დედ-მამით ობოლი ბავშვი, უსახლკარო, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (18 წლამდე 5 და მეტი შვილი). 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით. 5.2.3. ხუთი და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნევა, რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშთა ოჯახებზე ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკვდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო გადაადგილებას, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. 5.2.5. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე) ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებასთვეში 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70000 ქულის ჩათვლით. ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო ან მარტოხელა გარდაცვლილ მოქალაქეებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.7 . დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შესაბამის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.8. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაზიფიცირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-57000 მდე, გაზიფიცირებას, კერძოდ ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფინანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე, არაუმეტეს 400 ლარით. 5.2.9. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ოჯახებს რომელთა საცხოვრებელ სახლებს მიადგა სხვადასხვა სახის დაზიანებები პროგრამით მუნიციაპლიტეტი რიგ დაზარალებულებს გაუწევს ფინანსური დახმარებას, აგრეთვე რიგ დაზარალებულ ოჯახებზე განხორციელდება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/ აღდგენითი სამუშაოები. 5.2.10. ცერებრალური დამბლით დავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები