შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016156
6
25/03/2016
ვებგვერდი, 30/03/2016
010260020.35.135.016156
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 25 მარტი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
"შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №16 დადგენილებით დამტკიცებულ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016131) შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

„ყ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ჩამონათვალის მომზადებას დასახლებათა საერთო კრების ამომრჩეველთა რაოდენობის მითითებით;

შ) დასახლებებში საერთო კრებების ჩატარების გრაფიკის მომზადებას და დასამტკიცებლად გამგებლისთვის წარდგენას;

ჩ) საინიციატივო ჯგუფის/რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის თაობაზე საკითხის განხილვას და გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას, ინიციატივასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მუშაობას;

ც) საერთო კრების ამომრჩეველთა სიის მომზადებას;

ძ) გამგებლის/რჩეულის ინიციატივით მოწვეული საერთო კრების ჩატარების ორგანიზებას;

წ) საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციას, შესაბამისი დოკუმენტის გაცემას, მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმებას და გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას, რჩეულის არჩევასთან დაკავშირებით გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე მუშაობას.“ ;

ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

„ფ) საინიციატივო ჯგუფის/რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის თაობაზე განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას და გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;

ქ) მხარდამჭერთა ჯგუფის მიერ საერთო კრების რჩეულის წარდგენის საკითხის სამართლებრივ განხილვას და გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას.“ ;

გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ნ" ქვეპუნქტი:

„ნ) საინიციატივო ჯგუფის/რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის თაობაზე ინიციატივის, საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემას.“;

დ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

„ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ჩამონათვალის მომზადებას დასახლებათა საერთო კრების ამომრჩეველთა რაოდენობის მითითებით;

კ) დასახლებებში საერთო კრებების ჩატარების გრაფიკის მომზადებას და დასამტკიცებლად გამგებლისთვის წარდგენას;

ლ) საერთო კრების ამომრჩეველთა სიის მომზადებას;

მ) გამგებლის/რჩეულის ინიციატივით მოწვეული საერთო კრების ჩატარების ორგანიზებას;".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე