დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.151.016203 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.02.2016 წ., 210070000.35.151.016199) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“. |
2.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. |
3.
დადგენილების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი - 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს ფორმულით CN=IMG X ITL X C x K, სადაც CN – არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე. IMG – არის ყაზბეგისათვის დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL – არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დ.სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით. K – არის მიწის ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი“. |
4.
დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:
“. |
5.
დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის არეალებში გამავალ „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ.სტეფანწმინდის. სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ2-ზე; ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1მ2-ზე“ . |
6.
დადგენილების მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს 44,16 ლარი 1 მ2-ზე“. |
7.
დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ. სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ2-ზე”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე . |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები