დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016246 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.12.2015წ ., 190020020.35.144.016240) „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13148.5 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10612.5 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7134.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ვ) დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7532.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7532.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; თ) დადგენილების 17-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრ. კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით, ქარელის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 063 497 ლარი ქარელის მუნიციპალიტეტში შემავალ 73 სოფელში არსებული სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტები მოიცავს სასმელი წყლის, შიდა გზების, სარიტუალო დარბაზების და სხვა სოციალურ-კულტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციას.“ ი) დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები