დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1000 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 28/10/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.140.000.05.001.000.273 |
საქართველოს კანონი
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., 8, მუხ. 595) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“, ხოლო სიტყვები „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის“ – სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლების“.
2. მე-3 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა – ქართული, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური", ამოღებულ იქნეს ამავე მუხლის მე-4 აბზაცი.
3. მე-4, მე-5 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეკრძალებათ კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნება, სხვათა უფლებების, პატივისა და ღირსების ხელყოფა, სასამართლოების მიუკერძოებლობაზე ზემოქმედება, იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულს ან საიდუმლოდ არის მიჩნეული სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ
კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.“.
მუხლი 7. მასობრივი ინფორმაციის საშუალების რეგისტრაცია
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“.
თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება რაიმე მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს ერთი წლის განმავლობაში, აუცილებელია მისი ხელმეორედ რეგისტრაცია."
4. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები“ (მათ შორის საბჭოთა კავშირშიც)“.
5. მე-12 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ დაირღვა კანონი, რითაც ხელი ეწყობა დანაშაულს, საფრთხე ექმნება სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას".
6. მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 აბზაცი.
7. მე-16 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პარლამენტს“.
8. მე-17 მუხლის პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პრესის გავრცელების სახელმწიფო სამმართველოს პარალელურად“, მე-4 აბზაციდან – სიტყვები „სახელმწიფო პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს აწესრიგებს საქართველოს მთავრობა“ და „ან უზენაეს საბჭოს“, აგრეთვე ამოღებულ იქნეს მე-5 აბზაცი.
9. 21-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "ან მთავრობას".
10. 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
11. 26-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „ათასიდან ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების 30 მინიმალურ ოდენობამდე“, ხოლო სიტყვები „ხუთი ათასიდან ათი ათას მანეთამდე“ – სიტყვებით „შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობიდან 145 მინიმალურ ოდენობამდე“.
12. 27-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების 15 მინიმალურ ოდენობამდე“, მე-2 აბზაცში სიტყვები „ხუთი ათას მანეთამდე“ – სიტყვებით „შრომის ანაზღაურების 70 მინიმალურ ოდენობამდე“, ხოლო სიტყვები „ამასთან ხდება იმ ტექნიკური საშუალებების კონფისკაცია, რომლებსაც საინფორმაციო საშუალება იყენებს ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელებისათვის“ ამოღებულ იქნეს.
13. ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლი და VI თავი.
II. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 28 ოქტომბერი.
№1000 – Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები