„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბერი N142-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბერი N142-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 06/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016629
35
18/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
100020020.22.038.016629
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბერი N142-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №35

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბერი №142 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის №142 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016557, 20/10/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბადრაგო სამმართველოს შტაბი (განყოფილება):

ა) ორგანიზებას უწევს საბადრაგო სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ხელმძღვანელობს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) შეიმუშავებს მეთოდურ სახელმძღვანელოებს და ინსტრუქტაჟს უტარებს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეებს;

დ) უზრუნველყოფს კორესპონდენციის მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლს და  საბადრაგო სამმართველოში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას;

ე) უზრუნველყოფს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირებასა და არქივისათვის გადაცემას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საბადრაგო სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრძანებებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საბადრაგო სამმართველოში წარმოებული ან/და შემოსული დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივებაზე;

კ) კონტროლს უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა ადგილებში ყოფნისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამანათის მიღების პროცესს და საჭიროებიდან გამომდინარე ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ლ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე საბადრაგო სამმართველოში შემოსული შეტყობინებების დროულად გადაცემას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის/ერთეულებისათვის;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

 

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი