დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 995 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.000.272 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №8,მუხ.127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც აქვთ უცხო სახელმწიფოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი).“.
2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში შემოსვლისათვის უცხოელებმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს, წარმოადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან თავიანთი მუდმივასცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.“.
3. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას უნდა წარმოადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და შესაბამისი ვიზა.
2. საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოდან გასვლის ვიზა.“
4. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ტრანზიტით გავლა
1. უცხოელებს საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლა შეუძლიათ ამ კანონის 23-ე მუხლში მითითებული ორგანოების მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზის საფუძველზე.
2. საქართველოს სასაზღვრო ზონის ტრანზიტით გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
5. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოელი მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაძევების წესის შესაბამისად.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 28 ოქტომბერი.
№995 – Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები