ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016167
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
84
22/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.101.016167
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/03/2016 - 28/04/2017)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №84

2016 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო გამზირს მიენიჭოს მარშალ იოზეფ პილსუდსკის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი