ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის ირინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის ირინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016164
  • Word
81
18/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.101.016164
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის ირინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №81

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის ირინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ I და II გასასვლელს მიენიჭოს ირინა ენუქიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი