ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე I გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ანდრიაძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016163
  • Word
80
18/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.101.016163
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე I გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ანდრიაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №80

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე I გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ანდრიაძის სახელის მინიჭების შესახებ.

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, დიდ ლილოში ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და I გასასვლელს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი კონსტანტინე ანდრიაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., 6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი