ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული III ჩიხისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული III ჩიხისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016160
  • Word
77
18/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.101.016160
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული III ჩიხისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 77

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული III ჩიხისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, სოფელ კიკეთში გაგრძელდეს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა და მასთან არსებულ III ჩიხს მიენიჭოს გალაკტიონ ტაბიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი