ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, კასკადის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული, უფროსი სერჟანტი გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, კასკადის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული, უფროსი სერჟანტი გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016156
  • Word
73
18/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.101.016156
ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, კასკადის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული, უფროსი სერჟანტი გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №73

2016 წლის 18 მარტი 

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, კასკადის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის გოჩა ცქიტიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) გლდანის რაიონში კასკადის ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის გოჩა ცქიტიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გ. ალიბეგაშვილი