დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ქვლივიძის ქუჩის შესახვევისთვის პედაგოგი,ჟურნალისტი ივანე როსტომაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016155 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №72
2016 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ქვლივიძის ქუჩის შესახვევისთვის პედაგოგის, ჟურნალისტის - ივანე როსტომაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ქვლივიძის ქუჩის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდეს ქუჩად) მიენიჭოს პედაგოგის, ჟურნალისტის - ივანე როსტომაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები