„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N146-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.038.016631
37
18/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
140120000.22.038.016631
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N146-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №37

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში (სსმ, 140120000.22.038.016561, 20/10/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საცავი – ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილებაში (შემდგომში – საიარაღო განყოფილება) არსებული ოთახი, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, აგრეთვე, საიდანაც ხდება მათი პირველადი გაცემა უფლებამოსილ მოსამსახურეებზე;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„2. სამინისტროში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საიარაღო განყოფილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი