დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 23/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016080 |
|
„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებით დამტკიცებულ „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოწმობების მოქმედების ვადა: ა) გემის რეგისტრაციის მოწმობა: ა.ა) დიდი გემისა და საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული პატარა გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა უვადოდ, ყოველწლიური დამოწმების პირობით; ა.ბ) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღების გემის რეგისტრაციის მოწმობა გემთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს 5-წლიანი მოქმედების ვადით, ყოველწლიური დამოწმების გარეშე; ა.გ) შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ერთწლიანი მოქმედების ვადით; ბ) გემის რადიოსადგურის მოწმობა - გაიცემა ერთი წლის ვადით გარდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის, ასევე შიდა ნაოსნობაში ჩართული ნიჩბიანი ნავებისა და მოტონავებისათვის. რადიოაღჭურვილობის მონაცემები შეიტანება გემის რეგისტრაციის მოწმობაში; გ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი – გაიცემა უვადოდ. აღნიშნული დოკუმენტი არ გაიცემა შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა გემებისა და 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის. უსაფრთხო დაკომპლექტების შესახებ ჩანაწერი კეთდება გემის რეგისტრაციის მოწმობაში; დ) ზღვის ნავთობით დაბინძურებისგან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატი - გაიცემა სადაზღვევო პოლისის (CLC Blue Card) მოქმედების ვადის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები