საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021015
  • Word
451
15/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.003.021015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 451

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ, ქვემოთ ჩამოთვლილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა  და მიეცეთ თანხმობა, რომ:

ა) სსიპ - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს - არაუმეტეს 50 ერთეულით;

ბ) სსიპ - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს - არაუმეტეს 85 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი                                      გ. კვირიკაშვილი