დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახალი ამბების სააგენტოების და სარეკლამო მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 450 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021016 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №450
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახალი ამბების სააგენტოების და სარეკლამო მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამით - „სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ (პროგრამული კოდი: 37 01 01 ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ასევე აგრარული დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ახალი ამბების სააგენტოებისა და სარეკლამო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები