საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021037
  • Word
445
15/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.003.021037
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 445

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოსა და  სს საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლოს საქართველოს ჰიდრორესურსების მდგრადი გამოყენების პოტენციალი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად და სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს საჭიროებისამებრ მიეცეს უფლება, შეისყიდოს შესაბამისი მომსახურება, ინფორმაცია და  აღჭურვილობა.

3. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვების ღირებულების 100%-ის გადახდა საკუთარი სახსრებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია კვლევის საჭიროებებისა და განხორციელების ვადების შესახებ, მათ შორის, ჩასატარებელი საჯარო განხილვებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების პროცესებში ჩართვის შესახებ.

5. სს „საპარტნიორო ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილ იქნეს განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კვლევის გამოყენების უფლების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა.

პრემიერ-მინისტრი                                                            . კვირიკაშვილი