შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021036
  • Word
444
15/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.003.021036
შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №444

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-4 პუნქტისა და 71 მუხლის მე- 7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „საირმე 2007“-ზე (ს/კ: 205261492) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №101068 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის, რომლის კოორდინატებია:

 

№

X

Y

1

4644350

8314965

S=0,07 ჰა

 

შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:

 

№

X

Y

1

313484

4641862

S=0,07 ჰა.

 

2. შპს „საირმე 2007“-მა (ს/კ: 20526 1492) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №101068 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე  (20 32 წლის 2 6 სექტემბრამდე) განახორციელოს დღე-ღამეში 5 მ3-ის ოდენობის დაბალი მინერალიზაციის წყაროს წყლის მოპოვება სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი)  განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს წყაროს წყლის მარაგის დათვლა და მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.

4. მარაგის დამტკიცების შემდგომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა.

5. ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგის დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება.

პრემიერ -მინისტრი                                                               გ . კვირიკაშვილი