დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უჯარმის“ თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021034 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №442
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„უჯარმის“ თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე „უჯარმის“ თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გასცეს სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია შპს „კურორტ უჯარმაზე“ (ს/კ: 206282011) პირდაპირი წესით.
2. მინერალური წყლის მოცულობა განისაზღვროს P (პროგნოზული) კატეგორიის მარაგით, წლიური 17 885 (ჩვიდმეტი ათას რვაას ოთხმოცდახუთი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს ჭაბურღილის წყლის მარაგის დათვლა და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) მარაგების დამტკიცების შემდგომ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა;
გ) მარაგების დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება;
დ) უზრუნველყოს საწარმოში საქართველოს მოქალაქეების (ადგილობრივი მოსახლეობის) დასაქმება, დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 70%-ის ოდენობით;
ე) უზრუნველყოს 2016 წლის პირველი ივნისიდან 2017 წლის პირველ ივნისამდე 2 (ორი) ერთსართულიანი კოტეჯის მშენებლობა;
ვ) უზრუნველყოს 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ ივნისამდე 2 (ორი) ორსართულიანი კოტეჯის მშენებლობა;
ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და „სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის №310/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 25 წლით.
5. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისთვის სალიცენზიო ფასი განისაზღვროს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები