დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ბირთვული კვლევის ინსტიტუტს, ბირთვული კვლევის ეროვნულ ცენტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია - სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ცენტრსა („Inoteh“) და უკრაინაში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „ბირთვული ექსპერტიზის რეგიონული კავშირის დაარსება“მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021033 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №441
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ბირთვული კვლევის ინსტიტუტს, ბირთვული კვლევის ეროვნულ ცენტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია – სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ცენტრსა („Inoteh“) და უკრაინაში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის – „ბირთვული ექსპერტიზის რეგიონული კავშირის დაარსება“ მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ბირთვული კვლევის ინსტიტუტს, ბირთვული კვლევის ეროვნულ ცენტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია – სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ცენტრსა („Inoteh“) და უკრაინაში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი - „ბირთვული ექსპერტიზის რეგიონული კავშირის დაარსება“ („Establishing a Regional Network for Nuclear Forensics“).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები