„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021018
  • Word
439
15/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
000000000.00.003.021018
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №439

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №1557 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №1557 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2015 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 04) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან, ხოლო 2016 წელს − „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი