დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021030 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №435
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ – ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები