დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.019198 |
|
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. VI თავის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. XVII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი: „XVII1 თავი სამსახურებრივი, თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვები დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში 1. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად და/ან წოდებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 2. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, კადრის სამსახურში არ მიიღებიან. 3. კადრის ოფიცრებს, რომელთა კადრის სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, არ მიენიჭებათ უმაღლესი სამხედრო წოდება და არ დაინიშნებიან თანამდებობაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უმაღლესი სამხედრო წოდების მინიჭება. 4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების მოქმედების განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ამ წოდებისათვის განსაზღვრული წოდებრივი სარგო. 5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები