„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019197
132
21/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
240140000.10.003.019197
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღება - ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  საქმიანობის ფარგლებში, არანაკლებ 10 (ათი) სასტუმრო ნომრის დამატება №3 დანართის შესაბამისად.“.  

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის  მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს:

ბ.ა) აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით) - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარისა (ევროსი);

ბ.ბ)  აშშ დოლარში ან/და ევროში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის   გამოყენების გარეშე) -  400,000.0 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარისა (ევროსი);

ბ.გ) ლარში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით) -  2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

ბ.დ) ლარში გაცემულ კრედიტზე (საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე) - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარისა.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღებისათვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 200,000.0 (ორასი ათასი) ლარს (ან  ეკვივალენტი დოლარი ან/და ევროკრედიტის დამტკიცების დღისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსით), ხოლო მაქსიმალური მოცულობა კრედიტთან ერთად,  საერთაშორისო  ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში - 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს (ან  ეკვივალენტი დოლარი ან/და ევრო კრედიტის დამტკიცების დღისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსით), ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე - 2,000,000.0 (ორი მილიონი) ლარს (ან  ეკვივალენტი დოლარი ან/და ევროკრედიტის დამტკიცების დღისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსით).

6. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში - კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამის მიმართულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი გავრცელდება, მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.“;

გ) მე-12 პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, დასაშვებია ისეთი პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც არ უნდა გაიზარდოს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.“.

3. 129 მუხლის:

ა)  „თ.ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ე) პროექტის კვალიფიციური ხარჯი - პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში საქართველოში გასაწევი კვალიფიციური ხარჯი, თუ ის გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელ საქონელსა და მომსახურებაზე;“;

ბ)  „მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კვალიფიციური ხარჯი - პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოში №2 დანართის შესაბამისად  განსახორციელებელი/განხორციელებული     ხარჯი, თუ ის გაწეული იქნება/გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელ/მიწოდებულ მომსახურებაზე (საქონელზე). კვალიფიციური ხარჯი არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს. შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, კვალიფიციურ ხარჯში ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული შრომის ანაზღაურება, რომელიც დაბეგრილია ხელფასიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) პოპულარიზაციის ელემენტი -  საბოლოო პროდუქტის თემატიკის შემხებლობა საქართველოსთან ან საბოლოო პროდუქტში საქართველოს პეიზაჟების გამოყენება და საქართველოს დაფიქსირება, როგორც მოქმედების გეოგრაფიული ადგილი; საბოლოო პროდუქტის გადაღებისას, საბოლოო პროდუქტში გარკვეულ წამყვან პოზიციებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმება; საქართველოს სხვადასხვა ხედების ამსახველი კადრების შერჩევა; საბოლოო პროდუქტში ქართული/ეროვნული ელემენტების გამოყენება; საბოლოო პროდუქტის შემდგომი დამუშავება (Post-Production) საქართველოში; საბოლოო პროდუქტის დისტრიბუცია არანაკლებ 2 ქვეყანაში; ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე; საბოლოო პროდუქტმა ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა და/ან გაიმარჯვა კინოცენტრის მიერ აღიარებულ ფესტივალზე/მთავარ კონკურსში;“;

დ) 129 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი - პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი №2 დანართის  შესაბამისად ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯების ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს.“.

4. 1212 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროგრამის   ბენეფიციარისთვის   ამ   პროგრამით  და  ხელშეკრულებით  დადგენილი  პირობების  შესაბამისად, მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებას 20 (ოცი) პროცენტის ოდენობით;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პოპულარიზაციის ელემენტის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებას და დამტკიცებას.“.

5. 1213 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. პროგრამის ფარგლებში, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა, საიდანაც მოხდება მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%-ის ანაზღაურება ამ პროგრამის 1211 მუხლის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ  500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 1211 მუხლის  „დ,“ „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი)  ლარს. ამ პროგრამის მხოლოდ 1211 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე შესაძლებელია მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობის დაანგარიშებისას  გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანადაფინანსება.“;

ბ) მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება სააგენტოს მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯის და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული, შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ  დასკვნის (სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად), სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით,  სააგენტოში წარდგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

9. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განახორციელებს მთლიანი  ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20 (ოცი) პროცენტის ანაზღაურებას.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა (სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად) პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვისა.

11. პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული კვალიფიციური ხარჯიდან მთლიან ლიმიტირებულ კვალიფიციურ ხარჯში აისახება არა უმეტეს  №2 დანართით განსაზღვრული ოდენობით გაწეული ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი.

12. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამატებით განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2-დან 5 პროცენტამდე ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბოლოო პროდუქტი შეიცავს პოპულარიზაციის ელემენტ(ებ)ს. დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ 1211  მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის მიმართულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქციისთვის.

13. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში. ამასთან  სააგენტოს მიერ დამატებით ანაზღაურება განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ, ამ პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის სააგენტოში წარდგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.“.

6. დადგენილების დანართი №2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №2 

კვალიფიციური ხარჯები

 

კოდი

კვალიფიციური ხარჯის დასახელება

კვალიფიციური ხარჯების ლიმიტი მთლიან კვალიფიციურ ხარჯთან

1

001

აუდიოვიზუალური აპარატურის ქირა საქართველოში

100%

2

002

გარდერობის/კოსტუმების დაქირავება

15%

3

003

თმისა და გრიმის სტუდიების მომსახურება

100%

4

004

რეკვიზიტის დაქირავება

100%

5

005

გენერატორების დაქირავება

100%

6

006

გრიმის აღჭურვილობის დაქირავება (თავისი აქსესუარებით)

15%

7

007

განათების აღჭურვილობის დაქირავება (თავისი აქსესუარებით)

15%

8

008

პავილიონების, სტუდიების, სარეპეტიციო დარბაზების, საამქროების (ბუტაფორული, სადურგლო), სახელოსნოების, სპორტული სასაწყობე ფართების, სცენის, დარბაზების დაქირავება

100%

9

009

საოფისე ფართის დაქირავების, ოფისის ავეჯისა და მოწყობილობების დაქირავება

100%

10

010

საჰაერო და წყლის ტრანსპორტის დაქირავება საქართველოში

15%

11

011

ცხოველების დაქირავება, წვრთნა, კვება, ტრანსპორტირება

100%

12

012

წყლის ავზებისა და მობილური ტუალეტების დაქირავება

100%

13

013

სახელმწიფო და კერძო დაქვემდებარებაში მყოფი სპეცპერსონალისა და სპეცტექნიკის დაქირავება

100%

14

014

სახმელეთო ტრანსპორტის, მანქანებისა და კინოწარმოების ყველა სპეცტრანსპორტის დაქირავება

100%

15

015

უსაფრთხოებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებები

100%

16

016

კვება და კატერინგის მომსახურება - საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ეს პირდაპირ კავშირშია საბოლოო პროექტთან

15%

17

017

პროფესიონალური მომსახურება, გაწეული საქართველოში - სადაზღვევო, საბანკო, აუდიტის, საექსპერტო და იურიდიული მომსახურება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ გაწეული მომსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, ექსპერტის მიერ გაწეული მომსახურება

100%

18

018

სპეცეფექტების მომსახურება - სპეციალისტები და მოწყობილობა

10%

19

019

სპეცმომსახურება - დაივინგი, პარაშუტიდან ხტომა, დელტაპლანის და ინსტრუქტორის დაქირავება, სამთო მომსახურების და კინოწარმოებასთან დაკავშირებული ყველა სპეცმომსახურება

100%

20

020

სამრეცხაოს და ქიმწმენდის მომსახურება

100%

21

021

გადასაღები ადგილების იჯარა და გადაღების უფლების ღირებულება - აუდიოვიზუალურ წარმოებასთან უშუალოდ დაკავშირებული გადასაღები ადგილების მფლობელებისთვის  (რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის) გადასახდელი თანხები საქართველოს ტერიტორიაზე

100%

22

022

დეკორაციების აშენების ან/და მოწყობის მომსახურება

100%

23

023

საქართველოს ტერიტორიაზე პროგრამის ბენეფიციარის ადმინისტრაციული პერსონალის სამივლინებო ხარჯები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

1%

24

024

საქართველოში ცხოვრების, ღამისთევის ხარჯები (მ.შ სასტუმროს ხარჯები) პერსონალისთვის

15%

25

025

პერსონალის ხარჯები, რომელშიც შედის  -  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე დაქირავებული პერსონალის (მ.შ. მუშახელის) ხელფასის სახით გაცემული შემოსავლები, რომლებიც არიან საქართველოს რეზიდენტები და მათი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ხდება საქართველოს ბიუჯეტში

60%

26

026

პროგრამის ბენეფიციარის მიერ წამყვან პოზიციებზე დასაქმებული არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი ხელფასი, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და გადახდილია საქართველოს ბიუჯეტში

15%

27

027

მგზავრობის ხარჯები (მხოლოდ საქართველოში)

5%

28

028

საწვავის ხარჯები (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით)

5%

29

029

კომუნალური ხარჯი

1.5%

30

030

ტელეკომუნიკაციის ხარჯები - ტელეფონის, მობილური ტელეფონის, ინტერნეტისა და ფაქსის გადასახადები საქართველოში;    რაციების დაქირავება

2%

31

031

გამოსახულების მონტაჟი

100%

32

032

ანიმაცია

100%

33

033

ვიზუალური ეფექტების (VFX) მომსახურება

100%

34

034

ფერის კორექცია

100%

35

035

მუსიკის ჩაწერა

100%

36

036

ხმაურების ჩამწერი სტუდიის დაქირავება

100%

37

037

გამოსახულების რენდერი

100%

38

038

ხმის ჩამწერი სტუდიების დაქირავება (ფილმისთვის ხმის ჩაწერა)

100%

39

039

თარგმანი

100%

40

040

სუბტიტრირება

100%

41

041

საქართველოში გაწეული ლაბორატორიული ხარჯები

100%

42

042

დისტრიბუციისა და გაყიდვების კომპანიისათვის მისაწოდებელ ფილმთან დაკავშირებული პაკეტების შექმნა (deliverables)

100%.“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი