„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-12 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6-23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016274
6-23
18/03/2016
ვებგვერდი, 22/03/2016
010260030.35.101.016274
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-12 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-23

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-12 დადგენილებაში ცლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-12 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 22/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. შემოწმების შემდგომ  სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომელი ადგენს  დასკვნას და დასკვნას დაურთავს აუცილებელ მასალებს. სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომელი ვალდებულია  შემოწმებულ ორგანიზაციას/სამსახურს (დაინტერესებულ პირს) გაცნობის მიზნით გაუგზავნოს დასკვნა და განუმარტოს რომ, ჩაბარებიდან 7 დღის (სამუშაო) ვადაში შეუძლიათ წერილობით წარმოადგინონ დასკვნასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები.

ბ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში, სარევიზიო კომისიას (თავმჯდომარე)  შეუძლია გასცეს წერილობითი რეკომენდაცია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომის წინაშე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი