გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016283
19
21/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
010250050.35.161.016283
გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2016 წლის 21 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 მარტის №22 დადგენილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი