„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016277
5
18/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
190040000.35.149.016277
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2016 წლის 18 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2015; 190040000.35.149.016269) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ,,C“ ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება

  1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, რომელსაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები უფინანსდება სახელმწიფოს ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, თანადაფინანსება განისაზღვროს დაუფინანსებელი თანხის 50%-ით .
  2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის  პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა  სამედიცინო დაწესებულებიდან.“;                  

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებული მოწმობის ასლი;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. ამ მუხლით, 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), გადის აკრედიტებულ პროგრამას, არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  არის დედ-მამით ობოლი;

ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახიდან;

გ) სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;

ე)    დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცნობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი)  პროგრამის აკრედიტაციის, მასზე  სახელმწიფო დაფინანსების  არარსებობის, სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; “;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან, გარდა ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე