კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200190000.35.149.016280
8
18/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
200190000.35.149.016280
კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2016 წლის 18 მარტი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, 120-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი  №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/10/2015, 200190000.35.149.016265) „ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4
ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე



დანართი 1

კასპის მუნიციპალიტეტი

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი

(ადმინისტრაციული დაპირება)

 

 ქალაქი  კასპი,                                                                                                                                          ____    _______________________     20__  წელი                                                                                                                                           

აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:

სახელი, გვარი / დასახელება:             _____________________________________________

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი:    _____________________________________

მისამართი:               __________________________________________________________________

 

წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში)  _____________________________________

აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:

 ქონების დასახელება        __________________________________________________________

საიდენტიფიკაციო ნომერი   _________________________________________________________

ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი (ლარში):  _________________________________

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი (ლარში):

 ____________________________________________

გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური (ლარში): ___________________

ჩატარებული აუქციონის მონაცემები:

აუქციონის ჩატარების თარიღი:  ___________________________

აუქციონის N:                                   ___________________________   

აუქციონის ლოტის N:                   ___________________________

სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა: ____________________________

 

სხვა ვალდებულება :         __________________________________________________________

შეზღუდვა:                          __________________________________________________________

აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: __________________________________________

 

აუქციონატორი:              ______________________________

 

(ხელმომწერი)   (რეკვიზიტები)                                                                        (ხელმოწერა) .


დანართი №2

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

 
   

კასპის მუნიციპალიტეტი


 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

 

 

 

ეძლევა_________________________________________________________________________

                                               (მესაკუთრე და მისი მისამართი)

 

_____________________________________________________________________________

 

მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა    _________________________________________

                                                                                              (ქონების დასახელება)

_____________________________________________________________________________

(საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)

 

საფუძველი: __________________________________________________________________

                                                                    (ოქმის და ხელშეკრულების ნომერი)

ოქმის შედგენის თარიღი ______________________________________________________


ხელშეკრულების შედგენის თარიღი___________________________________________

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.

 

გაცემულია 20___წლის  ____    ___________________

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი

________________________________________

                                                                                     (სახელი; გვარი)

___________________________ (ხელმოწერა)

 

ბ.ა .