ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.139.016216
8
18/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
190040000.35.139.016216
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2016 წლის 18 მარტი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.

მუხლი 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ეს გადანაწილება უნდა  განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
4. ერთი პროგრამის ფარგლებში:
ა) ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც არ აღემატება 100000 (ასი ათასი) ლარს, განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც აღემატება 100000 (ასი ათასი) ლარს, განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის ბრძანებით, ბორჯომის  მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერი) შეთანხმების შემდეგ.
5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ.
6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელთან  შეთანხმებით მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; 
ბ) მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტის და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, ბიუჯეტის სარეზერვო ან  წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. 

მუხლი 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ბორჯომის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ბორჯომის  მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური (საფინანსო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანება) უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა,  ამზადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი (ან პასუხისმგებელი პირი). აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.


საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში

მუხლი 1
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ (სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს შესაბამის კურატორ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლი ბრძანებით განსაზღვრულია, როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია წარუდგენს მოთხოვნას საფინანსო სამსახურს ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით.
5. ის ა(ა)იპ-ი, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.
6. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
7. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სსიპ(ებ)-ის/ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

გეგმის ცვლილების ცნობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური

გეგმის ცვლილების ცნობა №

 

20      წლის  “__”   _________

 

 

___________________________________________________________

( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)

 

______________________________________________________________________________

(ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)

 

20     წლის  “__”   _________

 

         _____________________________________________________________________

(ცვლილების შინაარსი)

                                                                                                                                                                                 (ლარებში)

პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული)
წლიური გეგმა მათ შორის კვარტალების მიხედვით
I II III IV
               
               
               
               
               
 ჯამი               

დაფარვის ან მართვის წყარო

1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან

2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან

3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა

4. დანარჩენი ცვლილება .