„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6-20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016278
6-20
18/03/2016
ვებგვერდი, 22/03/2016
280120000.35.101.016278
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-20

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-130 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016246) და დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ პუნქტები:

„ვ) „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება“ ქვეპროგრამის კომპონენტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” ფარგლებში „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ (დანართი №6);

 ზ) „შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №7).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი N6
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება“ ქვეპროგრამის კომპონენტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” ფარგლებში „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.    ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება“ (კოდი: 06 02 06) ქვეპროგრამის  „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” (კოდი: 06 02 06 03) კომპონენტის ფარგლებში „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსება“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2.    ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსების“ ქვეპროგრამის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” კომპონენტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

3.    ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში - ბაზა) 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ქალაქ თბილისში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები (შემდგომში – მოსარგებლე).

2. მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ, კვალიფიციური მწვრთნელის საშუალებით, აუზზე ცურვის, მინიმუმ 45 წუთიანი ხაგრძლივობის გაკვეთილები. გაკვეთილების ერთი სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს  სამ თვეს, თვეში 12 გაკვეთილს.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება“ (კოდი: 06 02 06) ქვეპროგრამის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” კომპონენტის (კოდი: 06 02 06 03) ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.

3.  მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს და გაივლის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).

4. ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციასთან ერთად მიმწოდებელი წერილობითი ფორმით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.


მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში
1.  ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შეღავათს/დაფინანსებას მიიღებენ მომსახურების გაწევის თვის წინა თვეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მიწოდებულ ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში დაფიქსირებული ქალაქ თბილისში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები.

2.   მომსახურების გაწევის თვის განმავლობაში სარეიტინგო ქულის ცვლილება ან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა არ წარმოადგენს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველს თვის დასრულებამდე.

3.  ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 700 მოსარგებლე.

4.  მოსარგებლეები, მომსახურების მისაღებად, რეგისტრირდებიან ელექტრონულ მოდულში, სადაც  მოცემულია როგორც მოსარგებლის, ასევე მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო და სააგენტოს ბაზის მონაცემები.

5.  მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია მიმწოდებლის თავისუფალი არჩევის საშუალება. იგი, ელექტრონული მოდულის საშუალებით, შეთავაზებულ მიმწოდებელთა სიიდან ირჩევს მისთვის სასურველ პირს/ორგანიზაციას.

6. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას,  მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა  ხდება რიგითობის დაცვით.

7. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, მომლოდინე, 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონული მოდულის საშუალებით, თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.

8.  მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.

9.  ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუქტით განსაზღვრული მომსახურების ხანგრძლივობა (3 თვე) შესაძლებელია გაგრძელდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში (ფორმა №IV-100/ა) მითითებული ვადის შესაბამისად. სამედიცინო დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს მომსახურების დასრულებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

10. მოსარგებლისათვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სააგენტოს მიერ მოწოდებული, საანგარიშგებო თვის წინა თვის მდგომარეობით  ბაზის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულის სიდიდის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან; 

ბ) საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვისთვის მოსარგებლის ასაკის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;

გ) მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა (გაცდენა), თვეში მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვიზიტების 2/3-ზე მეტით. განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით);

დ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.


მუხლი 5. ვაუჩერის პირობები და ანაზღაურება
1.    ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ერთი გაკვეთილის ფასის შესაბამისად (არაუმეტეს 5,83 ლარი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.     ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5.83 ლარს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 12 გაკვეთილი.

3.    მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდება თვეში 12 გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება ქვეპროგრამის ყველა იმ მოსარგებლისათვის, რომელსაც ის უწევს მომსახურებას, თუ ამ მოსარგებლეების არანაკლებ 80%-მა სრულად ისარგებლა თვის გრაფიკით გათვალისწინებული 12 გაკვეთილით, ხოლო ამ მოსარგებლეების დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა თვეში არ აღემატება 4 გაკვეთილს.


მუხლი 6. ანგარიშგება
1. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას (მოსარგებლეთა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული მოდულის მეშვეობით.

2. მიმწოდებელი აწარმოებს მოსარგებლეთა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას, პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი ელექტრონული მოდულის საშუალებით.

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.


მუხლი 7. მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება 
1. მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – შემმოწმებელი) ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.

2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.


მუხლი 8. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 
1.  მიმწოდებლის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.


მუხლი 9. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა ქვეპროგრამაში ჩართვის დროს რეგისტრირებულ მონაცემებს.

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.


მუხლი 10. მიმწოდებლის ქვეპროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი პირობები
1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისის (ცურვის გაკვეთილების) მიწოდების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) კვალიფიციური მწვრთნელის და სერტიფიცირებული ექიმის ყოლა;

გ) ერთდროულად მინიმუმ 20 ბავშვის მომსახურებაზე გათვლილი აუზი;

დ) საშხაპეების არსებობა.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.


მუხლი 11. გარდამავალი დებულება
1. 2016 წლისათვის ქვეპროგრამაში ჩართვის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ 2016 წლის მარტის მდგომარეობით ქვეპროგრამაში ჩართულ პირებს.

2. ამ წესის შესაბამისად ელექტრონულ მოდულში რეგისტრაცია განხორციელდეს ამ წესის ძალაში შესვლიდან, ხოლო ამ წესის შესაბამისად 2016 წლისათვის მომსახურების მიწოდება განხორციელდეს არაუადრეს 2016 წლის 1 აპრილიდან.

 

შენიშვნა: სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამის  ფარგლებში მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა მტკიცდება განმახორციელებლის მიერ.

 



დანართი N7
შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შინმოვლის თანადაფინანსება“ (კოდი 06 02 26)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შინმოვლის თანადაფინანსება“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ქ. თბილისში  რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებს (შემდგომში – მოსარგებლე).

2. მოსარგებლეა პირი, რომლისთვისაც „უძლურების შეფასების ბართელის კითხვარის“ (შემდგომში – ბართელის კითხვარი) მიხედვით (დანართი №7-1)  მინიჭებული ქულა (შემდგომში – ბართელის ინდექსი) არ აღემატება 95 ერთეულს.

3. მოსარგებლეები არ არიან ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები.

4. მოსარგებლეთა  კატეგორია განისაზღვრება ბართელის ინდექსის მიხედვით:

ა) I კატეგორია: ბართელის ინდექსი  ნაკლებია 70 ერთეულზე;

ბ) II კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია 70 ერთეულისა და ნაკლებია 80 ერთეულზე;

გ) III კატეგორია: ბართელის ინდექსი მეტია ან ტოლია  80 ერთეულისა და არ აღემატება 95 ერთეულს.

5. ქვეპროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას და მათი მიწოდების პირობებს წარმოადგენს:

ა) მოსარგებლის შეფასება ბართელის კითხვარის მიხედვით არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭება;

ბ) მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და  მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;

გ) მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის, პერსონალური მოვლის, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების, მისი და მისი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით კომპლექსური მოვლის განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოიცავს,  მრავალდარგობრივი გუნდის მიერ ბინაზე მოვლის განხორციელებას, კერძოდ: 

გ.ა) მოსარგებლის შეფასება – გარემოს შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, სოციალური მუშაკის კონსულტაცია;

გ.ბ) მოსარგებლის საექიმო და საექთო მომსახურება – ექიმისა და ექთნის ვიზიტები ქევპრგორამით მოსარგებლესთან, ფიზიკური შემოწმება, მკურნალობა, ზედამხედველობა, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომებისა და გვერდითი მოქმედების შეფასებით და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;

გ.გ) მოსარგებლის პერსონალური მოვლა – სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა, კვება და საჭიროებისამებრ სხვა აქტივობა;

გ.დ) მოსარგებლის  სოციალური დახმარება – რესურსების მობილიზირება, ადვოკატირება, მედიაცია;

გ.ე) მოსარგებლის ტექნიკური დახმარება – საჭიროების შეფასება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;

გ.ვ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარება – საყიდლები, ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობა;

გ.ზ) საჭიროების შესაბამისად დამატებითი სერვისების ორგანიზება და მიწოდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალურ გეგმაში უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს:

დ.ა)   I კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 13 ვიზიტი;

დ.ბ)  II კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 8 ვიზიტი;

დ.გ)  III კატეგორიის მოსარგებლისათვის თვეში არანაკლებ 4 ვიზიტი.


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ქვეპროგრამის „შინმოვლის თანადაფინანსება“ (კოდი 06 02 26) ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.

3. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს (შემდგომში – შემფასებელი ან/და მიმწოდებელი) წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც წერილობით დაუდასტურებენ განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლიან რეგისტრაციას ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).

4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელს წარმოადგენს პირი/ორგანიზაცია,  (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს (დანართი №7-2), წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს და გაივლის რეგისტრაციას ელექტრონულ მოდულში.

5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ქვეპროგრამის მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.

6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 1200 მოსარგებლე, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფასებისა და კატეგორიების შესაბამისად.


მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის  „ბ-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე რეგისტრირდება  ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მოსარგებლის შესახებ ინფორმაციას, ელექტონული მოდულის საშუალებით, უგზავნის შემფასებელს, რომელიც არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ახორციელებს ქვეპროგრამით მოსარგებლის შეფასებას მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს შეფასების შესაბამის ფორმას  (დანართი №7-1).

3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ მოსარგებლე პირს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება შეუძლია ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომელსაც იგი  ირჩევს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იმ პირობით, რომ მიმწოდებლის შეცვლა შეუძლია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ.

4. მოსარგებლე პირი ავსებს თანხმობის ბარათს (დანართი№7-2) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელზე.

5. შემფასებელი თანხმობის ბარათს დედნის სახით უგზავნის მიმწოდებელს და ასევე, ქვეპროგრამის ელექტრონულ მოდულში განათავსებს მას, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

6. თანხმობის  ბარათის მიღების თვის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ვიზიტი მოსარგებლესთან და  მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტონულ მოდულში განათავსებს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არჩეულ მიმწოდებელთან მოსარგებლე პირების რიგის არსებობის პირობებში, გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე მომლოდინეთა რეესტრში არსებული მოსარგებლეების ჩართვა განხორციელდება ვაკანტური ადგილის გაჩენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან   რიგითობის დაცვით.


მუხლი 5. ანგარიშგება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბართელის კითხვარის შევსების ღირებულება არის 4 ლარი, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მომსახურება ფინანსდება მე-10 მუხლით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისად.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით მომსახურება ფინანსდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წლიური ღირებულების შესაბამისად, თვეში 1/12-ის პრინციპით.

3. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის ანაზღაურება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მხრიდან ხდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია (მოსარგებლეთა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი) არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული მოდულის საშუალებით.

5. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმები მტკიცდება ქვეპროგრამის განმახორციელებელის მიერ.


მუხლი 6. მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიწოდების შემოწმება 
1. მიმწოდებლის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს განმახორციელებელი. შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – შემმოწმებელი) ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და პერსონალთან გასაუბრება.

2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.

 


მუხლი 7. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 
1. მიმწდებლის ინსპექტირებას ახორციელებს ქევპროგრამის განმახორციელებელი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღნოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

3. საანგარიშგებო დოკუმენტებში არსებული ხარვეზების 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოფხვრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.


მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს;

ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა ქვეპროგრამაში ჩართვის დროს რეგისტრირებულ მონაცემებს.

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

 


მუხლი 9. დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ქვეპროგრამაში ჩართვამდე არაუგვიანეს 1 წლისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) მრავალდარგობრივი გუნდის ყოლა შემდეგი შემადგენლობით: ყოველ ≤100 პაციენტზე უნდა შედიოდეს არანაკლებ 1 კოორდინატორი, 1 ექიმი, 1 სოციალური მუშაკი, 2 ექთანი, 1 საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე და 1 ტექნიკური ასისტენტი:

ბ.ა) კოორდინატორი – ექთნის/ექიმის დიპლომის მქონე, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერთიფიკატის, შინმოვლის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების მქონე პირი;

ბ.ბ) ექთანი - ექთნის დიპლომის, შინმოვლის განხორციელებაში არანაკლებ 60-საათიანი გადამზადების დამადასტურებელი ადგილობრივი ან/და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი;

ბ.გ) ექიმი – ექიმის დიპლომის, ოჯახის ექიმის სერტიფიკატის, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე,  ქვეპროგრამის ფარგლებში საექთნო/საექიმო მომსახურების მიმწოდებელი პირი;

ბ.დ) სოციალური მუშაკი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების მქონე, მოსარგებლის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების/ადვოკატირების მიმწოდებელი პირი;

ბ.ე) საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე - შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილების მქონე პირი, ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველდღიურ აქტივობებში დახმარების მიმწოდებელი პირი;

ბ.ვ) ტექნიკური ასისტენტი – ტექნიკური დახმარების, მომსახურების მიმწოდებელი პირი.

2.მიმწოდებელი უნდა ახორციელებდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების კოორდინირებას და მრავალდარგობრივი გუნდის წევრებისაგან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, მათ მოწესრიგებას/აღრიცხვას.


მუხლი 10. კატეგორიები

კატეგორია

წლის ვაუჩერის ღირებულება (ლარი)

 „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე I კატეგორიას მიკუთვნებული პირი

540

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე II კატეგორიას მიკუთვნებული პირი

360

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე III კატეგორიას მიკუთვნებული პირი

208,8

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე I კატეგორიას მიკუთვნებული პირი

270

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე II კატეგორიას მიკუთვნებული პირი

180

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70001-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე III კატეგორიას მიკუთვნებული პირი

104,4

 


მუხლი 11. გარდამავალი დებულება
ამ წესის შესაბამისად ელექტრონულ მოდულში რეგისტრაცია განხორციელდეს ამ წესის ძალაში შესვლიდან, ხოლო ამ წესის შესაბამისად 2016 წლისათვის მომსახურების მიწოდება განხორციელდეს არაუადრეს 2016 წლის 1 აპრილიდან.


დანართი 7-1
ბართელის (Barthel) კითხვარი

201 ..   წლის . . . - . . . . . . . . . . .                                                                        შემფასებელი:  . . . . . . . . . . . . . . . . .

      სახელი :                     -------------------------

      გვარი :                        -------------------------

      პირადი ნომერი :   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასება:

•      100 ქულამაქსიმუმი (ნორმა): დამოუკიდებლად ჭამს, იცვამს, დგება საწოლიდან და სკამიდან, ბანაობს, დადის (სულ მცირე, ერთ კვარტალს), ადის და ჩამოდის კიბეზე;

•      75-95 – აქვს შეზღუდვები და საჭიროებს გარკვეულ დახმარებას;

•      70 ქულა და ქვევითსაჭიროებს მნიშვნელოვან ზედამხედველობასა და დახმარებას მზრუნველისგან, ან დღის წესრიგში დგება მისი გადაყვანის საკითხი სპეციალურ დაწესებულებაში.

0 ქულა – ენიჭება ქმედებას, როდესაც ვერც ერთი აღნიშნული პირობა ვერ სრულდება.

კვება –                                                                  

10

დამოუკიდებელია. შეუძლია იკვებოს თავისით ლანგრიდან ან მაგიდიდან, როცა ვინმე დადებს საჭმელს მისაწვდომ ადგილას. უნდა შეძლოს საჭირო საგნების დაწყობა, საკვების დაჭრა, მარილისა და პილპილის მოყრა, სითხის დასხმა, კარაქის წასმა და ა. შ.

5

კვებისას საჭიროებს გარკვეულ დახმარებას.

გადაადგილება ეტლიდან საწოლში და უკან ან საწოლში დაწოლა და ადგომა (სავარძელში დაჯდომა და ადგომა) ეტლის გარეშე

15

დამოუკიდებელია ამ ქმედების ყველა ფაზაში: შეუძლია უსაფრთხოდ მიუახლოვდეს ლოგინს თავისი ეტლით, ჩაკეტოს მუხრუჭები, ასწიოს ფეხსადგამი, უსაფრთხოდ გადაჯდეს ლოგინზე, დაწვეს, შემდეგ წამოჯდეს ლოგინის კიდეზე, შეცვალოს ეტლის პოზიცია (თუ ეს აუცილებელია მასზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად), დაბრუნდეს ეტლზე.

10

სჭირდება მინიმალური დახმარება ზოგიერთ ქმედებაში ან საჭიროებს მცირე ფიზიკურ დახმარებას გადაადგილებისთვის.

5

შეუძლია წამოჯდეს დამოუკიდებლად, მაგრამ გადაადგილებისთვის სჭირდება ფიზიკური დახმარება.

პირადი ჰიგიენა

5

შეუძლია დაიბანოს ხელები და სახე, დაივარცხნოს თმა, გაიხეხოს კბილები. შეუძლია გამოიყენოს საპარსი, ამასთან, გამოცვალოს სამართებელი და ასევე, მოძებნოს ეს ნივთები. ქალებმა უნდა შეძლონ მაკიაჟის გაკეთება (არ იგულისხმება სტილისტური ვარცხნილობა).

ტუალეტი

10

შეუძლია შევიდეს ტუალეტში და გამოვიდეს, შეიკრას და გაიხსნას ღილები, არ დაისველოს ტანსაცმელი, გამოიყენოს ტუალეტის ქაღალდი. ნებადართულია გამოიყენოს ხელის მოსაჭიდი ან რაიმე უძრავი საყრდენი (თუ აუცილებელია ტუალეტის ნაცვლად ღამის ქოთნის გამოყენება, უნდა შეძლოს მისი დადგმა სკამზე, შემდეგ დაცლა და გარეცხვა).

5

სჭირდება დახმარება წონასწორობის შენარჩუნებაში, ტანსაცმელთან დამოკიდებულებაში ან ტუალეტის ქაღალდის გამოყენებაში.

ბანაობა

5

დახმარების გარეშე შეუძლია აბაზანის ან შხაპის გამოყენება, ან მთლიანი დაბანა.

 

სიარული

15

შეუძლია სიარული დახმარებისა და ზედამხედველობის გარეშე. შეიძლება გამოიყენოს პროთეზი, არტაშნები, ყავარჯენი ან ჯოხი (მაგრამ არა ჩოჩიალა).

10

საჭიროებს დახმარებას ან ზედამხედველობას, მაგრამ შეუძლია გაიროს, სულ მცირე, 50 მეტრი მცირედი დახმარებით.

5

შეუძლია გაიროს მოკლე დისტანცია (<50მ) ფიზიკური დახმარებითა და ზედამხედველობით.

5

იყენებს ჩოჩიალას, თუ არ შეუძლია დამოუკიდებელი სიარული. მან უნდა შეძლოს კუთხეებთან მისვლა, მობრუნება და ჩოჩიალას მანევრირება მაგიდასთან, საწოლთან, ტუალეტში და ა. შ.; შეუძლია ჩოჩიალათი არანაკლებ 50 მეტრის გავლა ან თვითმავალი სავარძლის გამოყენება (არ შეაფასოთ ეს გრაფა, თუ პაციენტს უკვე აქვს ქულა მინიჭებული სიარულში).

კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა

10

შეუძლია ავიდეს და ჩამოვიდეს კიბის საფეხურებზე უსაფრთხოდ, დახმარებისა და ზედამხედველობის გარეშე. ნებადართული და რეკომენდებულია სახელურების, ჯოხის, ყავარჯნის გამოყენება, თუ ეს საჭიროა.

5

პაციენტს სჭირდება დახმარება ან ზედამხედველობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილში.

ჩაცმა და გახდა

10

შეუძლია ჩაიცვას და გაიხადოს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შეიკრას ღილები და ნებისმიერი სამაგრები, ფეხსაცმლის ზონრები. ეს ქმედება ასევე მოიცავს სპეციალური სამოსის ან არტაშნების ჩაცმა-გახდას, თუ ის მათ იყენებს. თუ აუცილებელია, შეიძლება გამოიყენოს ისეთი სპეციალური ტანსაცმელი, როგორიცაა აჭიმები, მოშვებული ფეხსაცმელები ან ტანსაცმელი, რომელიც წინ იკვრება.

5

საჭიროებს დახმარებას ჩაცმასა და გახდაზე, ასევე, ღილების შეკვრაზე (სულ მცირე, ნახევარი სამუშაო თვითონ უნდა შეასრულოს). ქალებში ქულების მინიჭებისას არ უნდა გავითვალისწინოთ ბიუსტჰალტერის ან სარტყლის გამოყენება, თუ ეს არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

კუჭის მოქმედება

10

შეუძლია კუჭის მოქმედების კონტროლი და არ აქვს შეუკავებლობის შემთხვევები.

5

აქვს იშვიათი შეუკავებლობის შემთხვევები.

შარდვა

10

აკონტროლებს შარდვას დღის და ღამის განმავლობაში. თუ ატარებს შარდმიმღებს, უნდა გაიკეთოს, გადაღვაროს და გაწმინდოს ის დამოუკიდებლად, უნდა იყოს მშრალი დღისა და ღამის განმავლობაში.

5

აქვს იშვიათი შეუკავებლობის შემთხვევები, ან არ შეუძლია დაელოდოს ღამის ქოთანს, ან ვერ ასწრებს ტუალეტამდე, ან სჭირდება დახმარება შარდმიმღების მოსავლელად.

 

ქულათა ჯამი

 

       

შენიშვნა: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შემფასებლის ხელმოწერა: ---------------------------

 

 

 

 

 

 

 


დანართი 7-2
„შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებელ ორგანიზაციაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის

თანხმობის ბარათის ფორმა

 

(მიმწოდებლის დასახელება)

მოსარგებლე:

      სახელი :                     -------------------------

      გვარი :                        -------------------------

      პირადი ნომერი :   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფაქტობრივი მისამართი:

       

მუნიციპალიტეტი: ------------------------------------

ქალაქი :             -----------------------------------------

რაიონი:                     ------------------------------------

მისამართი: ---------------- -----------------------------

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: ------------------

 

იურიდიული მისამართი:

  

მუნიციპალიტეტი: ------------------------------------

ქალაქი :             -----------------------------------------

რაიონი:                     ------------------------------------

მისამართი: ---------------- -----------------------------

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: ------------------

  მოსარგებლის  წარმომადგენელი:

     სახელი :                     -----------------------

      გვარი :                        -------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      პირადი ნომერი :   

 

მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას დარეგისტრირდეს აღნიშნულ მიმწოდებელთან.

წარმომადგენლის (გაუსვით ხაზი – შვილი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, დედა, მამა, მეზობელი, ნათესავი, სხვა)

სახელი: ---------------------   გვარი: -----------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 პირადი ნომერი: 

 

ხელმოწერა: ---------------------------  ბარათის შევსების