დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.019190 |
|
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2014, 120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ბრძანებების გამოცემა: ა) სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.“. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. სამხედრო სადისციპლინო წესდება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესდების: ა) მე-4 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სამხედრო მოსამსახურე – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;“; გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 43-ე მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს; ე) 221-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 269-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამთავრობო დაწესებულების სამანდატო კომისიები იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ზ) 279-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ.“; თ) 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 321. დადგენილება, წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ, აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები