„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016160
3
17/03/2016
ვებგვერდი, 21/03/2016
300310000.16.009.016160
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2016 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილების (სსმ,  III,  26.09.2008,  №142, მუხ. 1405, სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ლიცენზირების წესებში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელში დაშვება, შესაბამისად, უზრუნველყოს გატარების ხელშეკრულებების გაფორმება მოთხოვნისთანავე და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მოხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ასევე, მომხმარებელთა უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, არ გააუარესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები და უზრუნველყოს მათი გაუმჯობესება.“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება (მათ შორის, ჩამდინარე წყლის იზოლირება, გატარება, გაწმენდა და წყალსატევებში ჩაშვება) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მდგომარეობაში იქონიოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების საშუალებები, განახორციელოს მათი ექსპლუატაცია, ჩაატაროს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინოს და შექმნას წყალმომარაგების საქმიანობის სრული ციკლით განხორციელებისათვის საჭირო საშუალებები.“.

2. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

1. წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, 2016 წლის 31 დეკემბრამდე კომისიაში წარმოადგინონ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის ეტაპზე, სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე, წყალარინებისას ჩამდინარე წყლის იზოლირების, გატარების, გაწმენდისა და წყალსატევებში ჩაშვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვადებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი