„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“
დოკუმენტის ნომერი 35-89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 09/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016385
35-89
22/12/2015
ვებგვერდი, 24/03/2016
480610000.03.030.016385
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ  (DOAG)

ძირითადი ტექსტი


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID

No. AAG-114-G-16-00002

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა

და

საქართველოს

შორის

შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ 

ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

 

 

2015 წლის 22 დეკემბერი

 

ფისკალური მონაცემები:

სახაზინო სიმბოლო: 7215/161037

მიზანი: A1, A3, A4

პროგრამის დარგი/ელემენტი:  A06/A026, A12/A055, A17/A069, A18/A073, A18/A074, A19/A076, A19/A077, A21/A086

ობლიგირებული თანხა:  $13,109,635 

ხელშეკრულების ნომერი:  AAG-114-G-16-00002

 

შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ

შინაარსი

მუხლი1:  შეთანხმების მიზანი

მუხლი 2:  განვითარების ამოცანა და შედეგები

ნაწილი 2.1.  განვითარების ამოცანა

ნაწილი 2.2. შედეგები

ნაწილი 2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა

მუხლი 3:  მხარეთა მონაწილეობა

პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობა

პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა

მუხლი 4:  საქმიანობის დასრულების თარიღი

მუხლი 5:  თანხის გადახდის წინაპირობები

პუნქტი 5.1. პირველი გადახდა

პუნქტი 5.2. შეტყობინება

პუნქტი 5.3. წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღები

მუხლი 6:  სპეციალური დებულებები

მუხლი 7:  სხვადასხვა

პუნქტი 7.1. კომუნიკაცია

პუნქტი 7.2. წარმომადგენლები

პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულების დანართი

პუნქტი 7.4. ცვლილებები

პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა

პუნქტი 7.6. შეთანხმების ენა

დანართი 1:  განვრცობილი აღწერა

დანართი  2:  სტანდარტული დებულების დანართი

 

შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ

2015 წლის 22 დეკემბერი

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ( შემდგომში “USAID”)

და

საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“)


მუხლი 1: შეთანხმების მიზანი

შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ  (შემდგომში, „შეთანხმება“) მიზანია ასახოს შეთანხმების ზემოაღნიშნულ მხარეთა (შემდგომში, „მხარეები“) ურთიერთთანხმობა მომდევნო მუხლით გათვალისწინებულ განვითარების ამოცანასთან.

მუხლი 2:   განვითარების ამოცანა და შედეგები

შეთანხმების განვითარების ამოცანები (“ამოცანები”) ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა.  

პუნქტი 2.2. შედეგები

აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ, რათა მიაღწიონ შემდეგს:

(ა) ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება;

(ბ) სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა;

(გ)  საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და განვითარება, და;

(დ) მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ძალის შექმნა;

პუნქტი 2.3. დანართი1, განვრცობილი აღწერა

თანდართულ 1-ლ დანართში ვრცლად არის აღწერილი ზემოაღნიშნული ამოცანა და შედეგები.  2.1 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული შედეგების განმარტებების ფარგლებში, უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა  შესაძლოა დანართ 1-ში  შეიტანონ დამატებები, ურთიერთშეთანხმებული გახორციელების წერილების საფუძველზე. 

მუხლი 3: მხარეთა მონაწილეობა

პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს  მონაწილეობა

(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო  გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ცამეტი მილიონ, ასცხრა ათას, ექვსას ოცდათხუთმეტ ამერიკის შეერთებული შტატების ( აშშ) დოლარს ($13,109,635) ( შემდგომში „გრანტი“).

(ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს ორმოცდაოთხ მილიონ ორას ორმაცდაათი ათას ოთხას ოცდათექვსმეტ აშშ დოლარს ($44,250,436), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობით. შემდგომი ზრდადი თანხების გაცემა დამოკიდებული იქნება ამ მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრების არსებობაზე, რომელთა გაცემაც შეიძლება განხორციელდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. შეთანხმების  მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მონაწილეობის ყოველი გაზრდილი თანხა, თუ ამგვარი რამ მოხდება, ჯამობრივად გაზრდის 3.1(ა) პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხის მთლიან ოდენობას, რის შედეგადაც ასევე შესაძლოა გაიზარდოს 3.2. პუნქტით გათვალისწინებული გრანტის მიმღების მონაწილეობის თანხა. ამასთან, გრანტის მიმღები თანხმდება, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში ცნოს მონაწილეობის  თანხის გაზრდის ყველა  შემთხვევა, თუ ამგვარი რამ მოხდება.

(გ)  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეტაპზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განსაზღვრავს, რომ 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული მისი  მონაწილეობა აღემატება იმ გონივრულ თანხას, რომელიც შეიძლება გამოიყოს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანის ან შედეგის  მისაღწევად მიმდინარე ან მომდევნო აშშ ფისკალურ წელს , გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება გაიტანოს ეს ჭარბი თანხა, რითაც შემცირდება 3.1(ა)  პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები არ განაპირობებს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობითი თანხის გადასინჯვას.

პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა

(ა) გრანტის მიმღები თანხმდება გასცეს ყველა ის თანხა ან უზრუნველყოს ყველა იმ რესურსის მოზიდვა,  1-ელ დანართში მითითებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი თანხის დამატებით, რომელიც საჭიროა ამოცანის შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, საქმიანობების დასრულების თარიღამდე,  ან ამ თარიღისთვის.

(ბ) გრანტის მიმღების მონაწილეობა, რომელიც ეფუძნება 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის თანხას, არ უნდა იყოს $4,369,879 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები, რაც ასევე მოიცავს არაფულადი სახით განხორციელებულ მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 3.1 (ა) პუნქტით გათვალისწინებული  საგრანტო თანხის ოდენობას თანდათან გაზრდის ან შეამცირებს, რომლის შესაძლებლობასაც ითვალისინებს აღნიშნული პუნქტი, შესაბამისად გაიზრდება, ან შემცირდება გრანტის მიმღების მონაწილეობა თანხის ყოველი ამგვარი გაზრდის დროს ისე, რომ გრანტის მიმღების მონაწილეობა არ იყოს გრანტის იმ ერთი მესამედი ნაწილის ეკვივალენტზე ნაკლები, რომელიც ისეთი საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენება, რომელთა განხორციელების შედეგადაც უშუალოდ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, ან რომელთა განხორციელებაც მოითხოვს საქართველოს მთავრობის უშუალო და მნიშვნელოვან მონაწილეობას ამგვარი დახმარების ადმინისტრირების, კონტროლის ან მართვის თვალსაზრისით. გრანტის მიმღების მონაწილეობის ზუსტი თანხა უნდა აღინიშნოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით შეტყობინებაში, რომელიც მომზადდება ყოველი ამგვარი გაზრდილი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების ამოცანის შესრულებაში გრანტის მიმღების დაგეგმილი მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ სახსრებზე, რომელიც გრანტის მიმღებს ექნება ამ მიზნისათვის, და ასევე იმ სახსრებზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული მთლიანი მიახლოებითი თანხის გამოყოფა. გრანტის მიმღები თავისი ფულადი და არაფულადი მონაწილეობის შესახებ მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარმოადგენს ანგარიშს იმ ფორმით, რომელიც შეთანხმებული იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.

მუხლი 4: საქმიანობის დასრულების თარიღი

(ა) საქმიანობის დასრულების თარიღი, რომელიც არის 2020 წლის 30 სექტემბერი , ან სხვა თარიღი, რომელზეც შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ შეთანხმების მონაწილე მხარეები - არის ის თარიღი , როდესაც მხარეთა შეფასებით შეთანხმების ამოცანის შესასრულებლად საჭირო ყველა საქმიანობა დასრულდება.

(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ გასცემს, ან არ დაამტკიცებს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება საგრანტო თანხის გაცემის ავტორიზაცია იმ მომსახურეობისათვის ან საქონლისათვის, რომელთა მოწოდებაც განხორციელდა საქმიანობების დასრულების თარიღის შემდეგ.

(გ) განხორციელების წერილებში აღწერილ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა გაეგზავნოს საქმიანობების დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს ცხრა (9) თვისა, ან სხვა იმ პერიოდში, რომელზეც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით დათანხმდება, რომ მათი წარმოდგენა მოხდეს აღნიშნულ ვადამდე, ან მის შემდგომ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება წერილობით შეტყობინება გაუგზავნოს გრანტის მიმღებს და შეამციროს საგრანტო თანხა სრულად ან მხოლოდ იმ ოდენობით, რომლის გადახდის შესახებ განხორციელების წერილებით განსაზღვრულ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად, არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნა ამგვარი პერიოდის გასვლამდე.

მუხლი 5: თანხის გადახდის წინაპირობები

პუნქტი 5.1.  პირველი გადახდა

გრანტით გათვალისწინებულ პირველ გადახდამდე, ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის გაცემამდე, რომლის მიხედვითაც განხორციელდება თანხის გადახდა, გრანტის მიმღები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით, ვალდებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაციები იმ ფორმით  და შინაარსით, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის:

(ა)აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მისაღები იუსტიციის სამინისტროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ წინამდებარე შეთანხმება (i) სათანადოდ იქნა უფლებამოსილი, ან რატიფიცირებული, და შესრულებული გრანტის მიმღების მიერ ან მისი სახელით,(ii) წინამდებარე შეთანხმება არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად დამავალდებულია გრანტის მიმღებისთვის შეთანხმების პირობების შესაბამისად, და (iii) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა,  შიდა ღონისძიებებისა და დამტკიცების  განხორციელება უზრუნველყო გრანტის მიმღებმა ან უზრუნველყოფილ იქნა გრანტის მიმღებისთვის; და

(ბ) ხელმოწერილი განცხადება იმ პირის სახელით, რომელიც გრანტის მიმღების დაწესებულებაში იკავებს 7.2. პუნქტში მითითებულ თანამდებობას, ან მოვალეობის შემსრულებელია, და რომელიც სახელისა და თანამდებობის მითითებით დაასახელებს სხვა წარმომადგენლებს, თუკი ამგვარი პირები არსებობენ, რომლებიც იმოქმედებენ 7.2. პუნქტის შესაბამისად.

პუნქტი 5.2.  შეტყობინება

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს გრანტის მიმღებს მაშინ, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ წინაპირობა დაკმაყოფილდა.

პუნქტი 5.3  წინამდებარე პირობების საბოლოო თარიღები

5.1. პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღი არის 90 დღე წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან, ან სხვა მომდევნო თარიღი, რომელზეც შესაძლოა მიღებულ იქნეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული საბოლოო თარიღის დადგომამდე ან ამ თარიღის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ 5.1. პუქტში მოცემული წინაპირობები არ დაკმაყოფილდა წინაპირობების შესრულების ზემოაღნიშნულ საბოლოო თარიღამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

მუხლი 6. სპეციალური დებულებები

(ა) გრანტის მიმღები, საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ვალდებულებას იღებს და თანხმდება, რომ უფასოდ და დროულად გასცემს, განაახლებს და/ან ვადას გაუგრძელებს ყველა ოფიციალურ ნებართვას, ვიზას, შეღავათებს და სხვა ნებართვებს (მათ შორის ყველა იმ ნებართვას, რომელიც შეიძლება პერიოდულად საჭირო იყოს ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობის , პროექტის განხორციელების ადგილებსა და შესაბამის უწყებებში სრული დაშვების უზრუნველყოფისათვის) იმ შესაბამისი პირებისთვის (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს (ერთობლივად „მოთხოვნილი დოკუმენტები“). ამ დებულების მიზნებისათვის შესაბამის პირებს წარმოადგენენ: (i) ნებისმიერი კონტრაქტორის, გრანტის მიმღების და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები და კონსულტანტები, რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე შეთანხნმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს, და (ii) ამ თანამშრომლებისა და კონსულტანტების  ოჯახის წევრები. ასევე უფასოდ უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი დოკუმენტების განახლება ან ვადის გაგრძელება, რომელიც მოითხოვება, ან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით - რათა ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა, კონსულტანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლეგალურად იცხოვრონ საქართველოში და განახორციელონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული და დაფინანსებული საქმიანობები.

(ბ) სახსრების ქვევალდებულებით, ქვეკონტრაქტით გადაცემა და თანხების გადახდა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანხების გადახდასთან დაკავშირებით გრანტის მიმღები თანხმობას გამოთქვამს, რომ პუნქტ 5.1-ში გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემდეგ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეეძლება შემდგომი დამტკიცებისა ან შეთანხმების გარეშე ქვედააფინანსოს, გამოუყოს თანხები და გადაუხადოს საგრანტო ფინანსური საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია პუნქტ 3.1.(ა) შესაბამისად, ასეთი კონტრაქტებისა და გრანტების მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ პირებს , იმ  პირობით, რომ ასეთი ოპერაციები და გადახდა შესაბამისობაში იქნება I დანართში გათვალისწინებულ პირობებთან (განვრცობილი აღწერა).

(გ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კვარტალურად უნდა შეატყობინოს გრანტის მიმღებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პირდაპირი გზით განხორციელებული ყველა გადახდის  შესახებ და მიაწოდოს გრანტის მიმღებს ინფორმაცია ასეთი გადახდების რაოდენობასა და მიზნის (მიზნების) შესახებ.

მუხლი 7. სხვადასხვა  

პუნქტი 7.1. კომუნიკაცია

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა, დოკუმენტი ან სხვა სახის კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს  წერილობით, ტელეგრამის, ტელეფაქსის, კაბლოგრამის, ან ელექტრონული ფოსტის (“e-mail”) მეშვეობით, და ისინი მიიჩნევა სათანადოდ გაგზავნილად, როდესაც მხარე მიიღებს შემდეგ მისამართზე:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების

 სააგენტო

                                                                                    მისიის დირექტორი

                                                                                     ამერიკის შეერთებული შტატების

                                                                                    საელჩო საქართველოში

                                                                                    გიორგი ბალანჩინის ქ. №11

                                                                                    თბილისი 0131

                                                                                    საქართველო

 

ტელეფაქსი:                                                                (995) 322 544 145

ელ.ფოსტა:                                                                  DOAG_Georgia@usaid.gov

                                                           

გრანტის მიმღების საფოსტო მისამართი:                 ფინანსთა სამინისტრო

                                                                                    გორგასლის ქ. №16

                                                                                    თბილისი, საქართველო

ტელეფაქსი:                                                                (995) 322 262423

ყველა ამგვარი კომუნიკაცია იწარმოებს ინგლისურ ენაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით. მეორე მხარის შეტყობინების შემდეგ აღნიშნული მისამართები შეიძლება შეიცვალოს სხვა მისამართებით.

პუნქტი 7.2. წარმომადგენლები

წინამდებარე შეთანხმებასთან   დაკავშირებული ყველა მიზნისათვის გრანტის მიმღები წარმოდგენილი იქნება პირით, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს ან  მისი მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება მისიის დირექტორის ან მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირით. წერილობითი შეტყობინების სახით თითოეულ წარმომადგენელს შეუძლია დაასახელოს დამატებითი წარმომადგენლები ყველა სხვა მიზნებისთვის, გარდა შეთანხმებაში  შესატანი ცვლილებების ხელმოწერისა, ან 2.3. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისა, რაც გულისხმობს 1-ლ დანართში დამატებების შეტანას. გრანტის მიმღების დამატებითი წარმომადგენლების სახელი, გვარი და თანამდებობა 5.1.(ბ) პუნქტის შესაბამისად წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც სათანადოდ გაფორმებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშემსრულებლო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნება დასახელებული დამატებითი წარმომადგენლების მიერ ( ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც შეცვლის ამ პირს, ან იქნება მოვალეობის შემსრულებელი) 7.2. პუნქტის შესაბამისად იმ დრომდე, სანამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულებების დანართი

სტანდარტული დებულებების დანართი (მე-2 დანართი) თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.

პუნქტი 7.4. ცვლილებები/შესწორება

მხარეთა  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც გაფორმდება  წერილობითი ფორმით და ძალაში შევა იმავე წესით რა წესითაც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმება, და ასეთი შესწორებები ჩაითვლება შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.

პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აშშ-ის მიერ, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი, წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, იმის თაობაზე,  რომ გრანტის მიმღებმა შეასრულა შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი მოთხოვნა.

პუნქტი 7.6. შეთანხმების ენა

წინამდებარე შეთანხმება მომზადებულია ინგლისურ და ქართულ ენებზე.  ამ ორ ვერსიას შორის შეუსაბამობის ან გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში  უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას;

რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და გრანტის მიმღები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ამ შეთანხმების დასაწყისში მითითებულ დღეს და წელს.

ამერიკის შეერთებული შტატები:                           

წარმომადგენელი:    ___(ხელმოწერილია)_________

დუგლას ბოლი                                                          

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების 

სააგენტოს მისიის დირექტორი         

 

საქართველო:

წარმომადგენელი:__(ხელმოწერილია)_____________

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დანართი 1

განვრცობილი აღწერა

განვითარების მიზნის შეთანხმება

 ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ

 

I.  შესავალი

წინამდებარე დანართი აღწერს აქტივობებს და შედეგებს, რომლებიც განხორციელდება „განვითარების მიზნის დახმარების შესახებ შეთანხმების - ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფილი ფინანსური სახსრებით. დანართ 1-ში არსებული არცერთი პუნქტი არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგავარდ, რომ ცვლიდეს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ განმარტებებსა და პირობებს.  

II.  ზოგადი მიმოხილვა

2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა თითქმის 6 %-იანი მაჩვენებლით იზრდებოდა.  2000 წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გაორმაგდა.  ბოლო წლებში უცხოეთიდან მიღებული პირდაპირი ინვესტიციები შენარჩუნდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, მშპ-ს 5%-ზე ზევით შენარჩუნდა. აღნიშნული ინვესტიციების საშუალებით დაფინანსდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი იყო.  ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცენტული წილი ყველა სახის პროდუქციის ექსპორტთან მიმართებაში 1996 წლიდან 2013 წლამდე 25%-დან 10%-მდე დაეცა.  საქართველომ ასევე მოახერხა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება, კერძოდ კი რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტთან მიმართებაში 1995 წლიდან 2011 წლამდე 30%-დან 2%-მდე შემცირდა.  ბოლო ათწლეულში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის შემცირების, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და სახელმწიფო მომსახურებების გაუმჯობესების კუთხით, რითაც საქართველომ მე-15 ადგილი მოიპოვა 2015 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ინდექსზე.    

ამ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საქართველოს არასახარბიელო რეიტინგი აქვს სხვა ეკონომიკურ ინდექსებზე, კერძოდ კი 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს 2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ფართო ანალიზს გვთავაზობს.  კვლავაც დაბალი რჩება მშპ ერთ სულ მოსახლეზე (3,596 აშშ დოლარი 2013 კალენდარულ წელში), ხოლო შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობის დონე მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. 

ამოცანად რჩება ადეკვატურ სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარება.  საქართველოში 2000 წლიდან მოყოლებული უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვში მერყეობს.  მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური უმუშევრობის დონე ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მაღალია.  უმუშევრობა შენიღბულია ფერმერული შინა-მეურნებებით, რომლებიც 500,000 ოჯახს აერთიანებს (საქართველოს დე-ფაქტო სოციალური უზრუნველყოფის ქსელი), სხვადასხვა კატეგორიის სოციალური დახმარებითა და გადარიცხვით, და ოჯახის წევრებს შორის დახმარებით.  საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, უმუშევრობა მოქალაქეთა უმთავრეს საზრუნავად რჩება.  საქართველოს ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, რაც მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა სამუშაოს პოვნის სურვილის შემამცირებელი ფაქტორიც იყოს.

განათლების სექტორზე მთავრობის დანახარჯები  მცირეა მშპ-სთან მიმართებაში, დაახლოებით მშპ-ს 3%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს განათლების სისტემის ხარისხი კი დაბალია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტებთან შედარებით.  შესაბამისად, საქართველოს ჰყავს მოუმზადებელი სამუშაო ძალა.  კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნასა და მიწოდებას  შორის არსებული შეუსაბამობა ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორადაა მიჩნეული. 

ქვეყანა ასევე დგას  გარემოსდაცვითი მრავალი პრობლემისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც მოიცავს მძიმე მემკვიდრეობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ნარჩენების არაეფექტური მართვა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, სანაპირო და საზღვაო ზონების დაბინძურება, ქიმიკატების არამართებული გამოყენება, ნიადაგის ეროზია დიდ სახნავ-სათეს ტერიტორიაზე, ჰაბიტატის დაკარგვა, ინვაზიური სახეობები, არალეგალური ნადირობა და ხეების გაჩეხვა.  ამ ფაქტორების ერთობლიობამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს ბუნებრივი რესურსების, ბაზასა და ეკოსისტემებს, ანუ იმ კრიტიკულ ბუნებრივ რესურსებს რაზეც არა მარტო ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა დამოკიდებული, არამედ რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადობა ბუნებრივი სტიქიებისა და გრძელვადიანი კლიმატური ცვლილების საფრთხეების წინაშე.       

III.  დაფინანსება            

ფინანსური გეგმა.  პროგრამის ფინანსური გეგმა წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში (იხილეთ დანართი 1, ქვედანართი „ა“). 

IV.  მოსალოდნელი შედეგები      

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიდგომას საფუძვლად უდევს თანასწორობის, სამართლოანობისა და კონკურენციის პრინციპები.  თუ მეწარმეებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობა შევიდნენ ბაზარზე, მოიპოვონ კაპიტალი, იქირაონ გამოცდილი სამუშაო ძალა და იმუშაონ სამართლიან და პროგნოზირებად ბიზნეს გარემოში, მაშინ საქართველო მიაღწევს იმ ეკონომიკური ზრდას, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას.  უფრო მეტიც, თუ საზოგადოების ყველა ჯგუფი - კაცები, ქალები, უმცირესობები, სხვადასხვა  სოციალური კლასისა თუ რეგიონის წარმომადგენლები - სარგებელს მიიღებს ეკონომიკური ზრდისგან, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს საზოგადოება სტაბილური და პროდუქტიული გახდეს.  მდგრადი ეკონომიკური ზრდა აერთიანებს რამდენიმე ცნებას:  პირველ რიგში ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს მდგრადი და სტაბილური კომერციული თვალსაზრისით (ბიზნესებმა უნდა ნახონ ფინანსური მოგება იმისთვის, რომ იარსებონ), პოლიტიკური თვალსაზრისით (ინსტიტუციონალური ცოდნა უნდა შენარჩუნდეს მთავრობიდან მთავრობამდე), გარემოს დაცვის თვალსაზრისით (გარემოს დაცვის გაუმჯობესებას მოაქვს სარგებელი სოციალურ, ჯანდაცვისა და ეკონომიკურ სფეროებში), და ბოლოს სოციალური თვალსაზრისით (ეკონომიკურ ზრდას წვლილი უნდა შეჰქონდეს ქვეყანაში არსებული ადამიანური რესურსების განვითარებაში.)             

ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა განხორციელდება შემდეგი ოთხი შუალედური შედეგის (შშ) მიღწევის გზით:

შშ 1.    ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯებესება;

შშ 2.    სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა;

შშ 3.    საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და განვითარება, და;

შშ 4.    მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ძალის შექმნა

პირველ რიგში, გაუმჯობესებული ეკონომიკური მმართელობა შეამცირებს ინვესტირების რისკს, და საქართველოს მიერ უკვე განხორციელებულ, წარმატებულ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მიერ (ადგილობრივი და უცხოური) წარმართულ ეკონომიკურ ზრდას.  მეორეც, ისეთი სამიზნე სექტორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.  მესამე, საქართველოს ბუნებრივი რესურსების - წყლისა და ტყეების - ეფექტურად მართვა და განვითარება უზრუნველყოფს აღნიშნული რესურსების ეკოლოგიურად მდგრად, კომერციულ უტილიზაციას საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.  ყოველივე ეს შეარბილებს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ სტიქიებს, ასევე ბუნებრივ სტიქიებსა და მათ შედეგებს, რასაც ხშირად პოტენციურ ეკონომიკურ „სპოილერებს“ უწოდებენ.  და ბოლოს, კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის საჭიროა ადამიანური რესურსების განვითარება, რაც ასევე აუცილებელი ფაქტორია ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.   

V. ინდიკატორები

შემდეგი ინდიკატორების მეშვეობით მოხდება პროგრესის შეფასება „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის“ განვითარების მიზანთან მიმართებაში.  

  • მშპ-ს რეალური ზრდა
  • გარემოს დაცვის ინდექსი
  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი - ქვეყნის რეიტინგი
  • პროცენტული მაჩვენებელი იმ ბიზნეს ოპერატორებისა, რომლებიც ეკონომიკურ მმართველობას სამართლიანად და გამჭვირვალედ მიიჩნევენ
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა
  • სოფლად მცხოვრები იმ შინა-მეურნეობების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ სარგებელს ღებულობენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტივობების შედეგად
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი ფერმერებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მიერ დამატებითი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა
  • იმ ფერმერთა და სხვა პირთა რაოდენობა, რომლებმაც, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების შედეგად, ახალი ტექნოლოგიები და მართვის პრაქტიკები გამოიყენეს
  • იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის თემაზე გამართულ მოკლევადიან ტრენინგებში
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში ან სასურსათო ჯაჭვში, კერძო სექტორიდან მოზიდული ახალი ინვესტიციების ოდენობა
  • იმ კერძო საწარმოების, მწარმოებელი ორგანიზაციების, წყლით მოსარგებლეთა ასოციაციების, ქალთა ჯგუფების, სავაჭრო და ბიზნეს ასოციაციებისა, და თემში დაფუძნებული ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებმაც, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის შედეგად,  ახალი ტექნოლოგიები ან მართვის პრაქტიკები გამოიყენეს
  • სოფლის მეურნეობის და სურსათის დარგში, წარმოების და მომსახურების სფეროში მოღვაწე იმ ფირმების ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რაოდენობა (გარდა ფერმებისა), რომლებიც ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო მომგებიანად მუშაობენ (შემოსავალი მთლიანად ფარავს ან აღემატება ხარჯებს)
  • იმ ფირმების რაოდენობა, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო  ეხმარება მართვის (მენეჯმენტის) პრაქტიკის გაუმჯობესებაში
  • იმ მიკრო საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ბიზნესის განვითარების საკითხებში დახმარებას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი წყაროებიდან 
  • ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ტერიტორებზე ან სხვა ადგილებზე ჰექტრების რაოდენობა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების შედეგად, გაუმჯობესდა ბუნებრივი რესურსების მართვა
  • იმ პირების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ბუნებრივი რესურსების მართვის და/ან ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაციის თემაზე გამართულ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებში
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვითი პროექტების მიერ მოზიდული კერძო და საჯარო ფინანსების ოდენობა
  • იმ ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების შედეგად სარგებლობენ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული მომსახურებით        
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის შედეგად თავიდან აცილებული ან შთანთქმული სათბურის გაზის (CO2) ემისიების რაოდენობა ტონებში
  • სტუდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც დაწყებითი განათლების ციკლის დასასრულს შეუძლიათ თავისუფლად კითხვა და ტექსტის გაგება, ქვეყანაში არსებული ეროვნული კურიკულუმის, ან ეროვნული ექსპერტების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად
  • იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც დაამთავრეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამუშაო ძალის მომზადების, სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები.   

VI. აქტივობები

წინამდებარე შეთანხმება  ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული კანონებისა და რეგულაციების სათანადოდ აღსრულებას, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს შორის არსებული ურთიერთობის მეტ გამჭვირვალეობასა და სამართლიანობას, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვას, პროდუქტიულობის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ დაცვასა და ეკონომიკაში ჩართულ მხარეებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირების გაფართოებას.  წინამდებარე შეთანხმების წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული და უცხოური ბიზნესებისათვის პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნას, სადაც კანონები, წესები და რეგულაციები სამართლიანად და გამჭვირვალედ იმოქმედებს.  საჯარო სექტორსა და კერძო საწარმოთა შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერება ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ფორმულირებას და რეფორმირებას, ისე რომ ეკონომიკური განვითარება წარიმართოს გამჭვირვალედ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ.  გლობალური ბიზნეს პრაქტიკების, სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა შესაძლებლობას მისცემს საკვანძო საწარმოებსა და მრეწველობებს გასცდნენ რეგიონალურ ბაზრებს და შევიდნენ შორეულ, უფრო განვითარებულ ბაზრებზე.  საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვა და უფრო ეფექტური მართვა კი უზრუნველყოფს ტყეების, ნიადაგისა და წყლის სისტემების გრძელვადიან და მდგრად უტილიზაციას და გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას.  საბაზრო მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მასალებისა და სისტემების შექმნა კი ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიონალი, კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეძლებენ დამსაქმებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

შშ 1:  ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯებესება

ამ შუალედური შედეგის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ისეთი ეკონომიკური მართვის სტილის ჩამოყალიბებას, რომელიც ინკლუზიური, თანამშრომლური და დემოკრატიული პროცესების გზით აბალანსებს ბიზნესების, მომხმარებლისა და საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებს.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, რაც მიღწეულ იქნება რეგულაციების ეფექტური განხორციელებით და იმ არასამთავრობო ერთეულებთან დიალოგის გაძლიერებით, რომლებიც კერძო სექტორის ინტერესებს გაახმოვანებენ.  არასამთავრობო სტრუქტურებს, მათ შორის ბიზნესებს, კვლევით ორგანიზაციებსა და პროფესიულ ასოციაციებს, ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა ხელეწიფებათ, კერძოდ კი შეუძლიათ მთავრობამდე იმ დაბრკოლებებისა თუ პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რომელთა მოგვარება თუ განხორციელება სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული აქტივობები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ისეთი მმართველობის სტრუქტურების შექმნას, რომელთა საშუალებითაც მოხდება ბიზნესებიდან და სხვა არასამთავრობო უწყებებიდან უკუკავშირის მიღება, და საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართული დიალოგის საფუძველზე ეკონომიკური რეფორმების პროცესის დაგეგმვა.  საჯარო სექტორსა და კერძო საწარმოთა შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერება ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ფორმულირებას და რეფორმირებას, ისე რომ ეკონომიკური განვითარება წარიმართოს გამჭვირვალედ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ.  საქართველოს მთავრობის ინიციატივით გატარებული და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი სისტემური რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში უზრუნვეყოფს ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, და გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას.  დაფინანსდება აქტივობები, რომლებიც დაეხმარება კერძო სექტორის მხარდამჭერებს - მათ, ვინც კერძო საწარმოთა ინტერესებს წარმოადგენს და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის იღწვის - ანალიტიკური, კომუნიკაციისა და ადვოკატირების უნარების და ორგანიზაციული პოტენციალის განვითარებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას და მის უწყებებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის რეფორმირებაში დაეხმარება.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარება შესაძლოა მოიცავდეს რეფორმების განხორციელებას და/ან კანონების აღსრულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, მიწაზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციის ხელშეწყობა, გამჭვირვალე და თანამიმდევრული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სისტემის უზრუნველყოფა, გადასახადების გადახდის სისტემის გამარტივება, გაკოტრების რეჟიმის ოპტიმიზაცია, კომერციული დავების მოგვარების სისტემის დახვეწა, პროგნოზირებადი მარეგულირებელი ბაზის შექმნა, კონკურენციის ხელშეწყობა, და საჯარო ფინანსური მართვისა და შესყიდვების სისტემების გაუმჯობესება. 

ევროკავშირი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მეშვეობით, საქართველოს ანიჭებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლის პრივილეგიას, იმ პორობით თუ ქვეყანაში განხორციელდება მთელი რიგი ინსტიტუციონალური და მარეგულირებელი რეფორმები.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო იმუშავებს კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა წაახალისოს ისინი აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.  ეკონომიკური პოლიტიკის ფორმულირების და იმპლემენტაციის საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართული დიალოგი თავის მხრივ გაზრდის აღნიშნული მხარეების ერთობლივ ჩართულობას ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავე დროს უზრუნველყოფს აღნიშნული პროცესების გამჭვირვალობას. 

საქართველოში უნდა გაგრძელდეს წარმოების, სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდა, ისე რომ ემისიები დაგეგმილზე ნაკლები რაოდენობით გაიზარდოს.  ამ შშ-ს ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დაეხმარება საქართველოს მთავრობას დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სათბურის გაზის შემცირებული ტრაექტორიების ფონზე ქვეყნის გრძელვადიან და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.  შედეგად მივიღებთ სათბურის გაზის შემცირებულ ემისიებს, კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის განკუთვნილი ფონდების შემოდინებას, და სხვა მრავალ სარგებელს სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი კუთხით.  აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდას, ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას, და არსებული ბიზნესების გაფართოებას.  აქტივობები ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების დონეზე დაბალ ემისებზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების დაგეგმარებას, ასევე მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის საპილოტე პროექტების განხორციელებას.  აქტივობების განხორციელების შედეგად, შესაბამისი ცოდნისა  და უახლესი კომპიუტერული მოდელების დანერგვის გზით, საქართველოში შესაძლებელი გახდება იმის შეფასება, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური პოლიტიკა და პროგრამები ეროვნულ ენერგოსისტემების განვითარებაზე.  აღნიშნული კომპიუტერული მოდელების მეშვეობით მოხდება ენერგო-ეფექტურობისა და რეგენერაციული ენერგიის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის დათვლა, რაც პოლიტიკოსებსა და აღმასრულებლებს საშუალებას მისცემს უკეთესად დაგეგმონ და მართონ საქართელოს ეკონომიკური განვითარება შემცირებული სათბურის გაზის ემისიების ფონზე.  სუფთა ენერგიის გენერირებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვით საქართველო კონკურენტუნარიანი გახდება იმ გლობალურ ბაზრებზე, რომლებიც აღნიშნულ სტანდარტებს ითხოვენ.  ასევე საქართველო შეძლებს ფართო ევროპულ თანამეგობრობასთან ინტეგრირებას და ამავე დროს გადალახავს იმ დაბალ ენერგო-ეფექტურობის მაჩვენებელს, რომელიც ზრდის ბიზნესის წარმოების ხარჯებსა და აფერხებს განვითარებას.  

შშ 2:  სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის გაზრდა სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებელი პორობაა.  სამიზნე სექტორებში ეროვნული ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა ითვალისწინებს იმ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას, წარმოებისა და მომსახურების სექტორების გაძლიერებას, არასაკმარისად რეალიზებული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენებას, კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ბიზნეს ალღოს განვითარებას.  სამიზნე სექტორებია სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მომსახურების სფერო, და ამ სექტორებთან დაკავშრებული ფასეულობათა ჯაჭვები.   

აღნიშნული შშ-ს აქტივობები გააუმჯობესებს ქართული ბიზნესებისა და ფერმერების უნარს უზრუნველყონ პროდუქციის მიწოდება საერთაშორისო ბაზრების მიერ მოითხოვენილი ხარისხის, რაოდენობისა და ვადების დაცვით.  აქტივობები ხელს შეუწყობს ექსპორტზე და ასევე იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების განხორციელებას, მაგრამ არა სავაჭრო დაბრკოლებების შექმნის გზით, არამედ კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით. მოხდება ქართული ბიზნესებისა და ფერმების წახალისება, რათა ისინი ერთის მხრივ ინდივიდუალურ, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ საწარმოებად წარმოჩინდნენ, მეორეს მხრივ კი ითანამშრომლონ ერთმანეთთან იმ ეფექტიანობის მისაღწევად, რომელსაც კარგად განვითარებული ფასეულობათა ჯაჭვი შესთავაზებს.  აღნიშნული აქტივობები მოიცავს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვას.  აღნიშნული შშ-ს აქტივობების განხორციელებისას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო იხელმძღვანელებს საქართველოს დაბალი ემისიებით განვითარების სტრატეგიით.

ამჟამად და ისტორიულად საქართველო ფლობს  სტრატეგიულ უპირატესობას - იგი არის ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების რეგიონალური ცენტრი, და კავკასიისა და ევროპის, ასევე ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საიმედო სავაჭრო დერეფანი.  საქართველოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმა მეზობელ ქვეყნებში ექპორტირების კუთხით.  აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებითაც ქვეყანა შეძლებს ევრო-კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრივილეგიებით სარგებლობას, რათა მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებების ევრო-კავშირის ბაზრებზე გატანა.  აქტივობები ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, მათი ბიზნეს-ქსელების გაძლიერებასა და გაფართოებას, დაეხმარება მათ წარმოებისთვის საჭირო რესურსების, ნედლეულისა და გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციაში.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და იმპლემენტაციაზე, რაც პროდუქციის ხარისხისა და მიწოდების თანამიმდევრულობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს.  კერძო სექტორიდან რესურსების მოზიდვის მიზნით მოხდება კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობისა და თანადაფინანსების მექანიზმების, მათ შორის გლობალური განვითარების ალიანსების შექმნა, რაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს შექმნის. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მას შეუძლია უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ოჯახების დიდ რაოდენობას.  აქტივობები ხელს შეუწყობს აგრო-ბიზნესებისა და სოფლად კომერციული მეურნეობების განვითარებას, რაც მაქსიმალურად დადებით ეფექტს იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე, შექმნის სამუშაო ადგილებს და შეამცირებს სოფლად სიღარიბის დონეს.  ეს მიდგომა მოიცავს ინვესტიცირებას გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო რესურსებსა და ნედლეულში, მათ შორისაა ექსტენცია, გადაზიდვები, წყალი, მექანიზაცია, ფინანსური მომსახურება, და სასოფლო-სამეურნეო ნედლეული (სასუქი, თესლი, შხამ-ქიმიკატი.) აღნიშნული დახმარება მიმართული იქნება იმ გეოგრაფიული ადგილებისკენ, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი და სადაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური ეკონომიკური შედეგის მიღწევა მაქსიმალური რაოდენობის გლეხისა და შინამეურნეობის საკეთლდღეოდ.  აღნიშნულ აქტივობებს დაემატება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე და ინსტიტუციონალურ განვითარებაზე ორიენტირებული დახმარება.  ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს სასოფლო-სამეორნეო სფეროში პროდუქტიულობის გაზრდის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას ეფექტური სასოფლო-სამეურნეო საინფორმაციო სისტემის შექმნის საკითხში.  დაფინანსდება ისეთ აქტივობები, როგორიცაა უახლესი სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკური ტექნოლოგიების დანერგვა და სამინისტროში ბაზრის პერსპექტივებისა და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემსწავლელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა-გაძლიერება.

ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრებ ოჯახებს, ასევე სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში მცხოვრებ, ეთნიკურად ან რელიგიურად მრავალფეროვან ან დაუცველ მოსახლეობას, საარსებო საშუალებების გაუმჯობესებასა და სირთულეების მიმართ ადაპტაციის უნარის გაძლიერებაში.  აქტივობები ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდასა და განვითარებას, შინამეურნეობების პროდუქტიულობის გაზრდას, მწარმოებლებსა და შემსყიდველთა შორის საბაზრო კავშირების შექმნას, და თემთა შორის კავშირების ხელშეწყობით ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.  რადგანაც საქართველოში ქალები იშვიათად ფლობენ ან მართავენ ფერმებს, ნაკლებად არიან ჩართულნი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ჯაჭვში და, ამავე დროს, სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორების წინაშეც დგანან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში ქალების ჩართულობის, მათი უფლებამოსილების გაზრდაზე.  დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდის წამახალისებელი აქტივობები, რაც მათ სასურსათო უზრუნველყოფასა და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.  ყურადღება გამახვილდება ხილისა და მარცვლოვანი კულტურების ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და დაცვაზე, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოს აგრო და ბიო-მრავალფეროვნების დაკარგვა.  მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და ექსპანსია უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომლის მიღწევაც ხელს შეუწყობს საქართველოში არასასოფლო-სამეურნეო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ბიზნეს კავშირებისა და ქსელების განმტკიცებასა და გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისათვის საჭირო რესურსებისა და გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციას.         

შშ 3.    საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და განვითარება                                                

ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და განვითარების უზრუნველსაყოფად დაფინანსდება ისეთ აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს წყლის რესურსების შეუდარებელი პოტენციალის რეალიზებას, ბუნებრივი რესურსების (ხე-ტყისა და სხვა რესურსების) ეფექტიანად გამოყენებას, და შემდგომი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი ეკოლოგიური სერვისების დაცვას.  რადგანაც სასოფლო სამეურნეო ფასეულობათა ჯაჭვები და ჰიდრო-ელექტრო გენერაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აუცილებელია ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის რესურსების, გონივრული და მდგრადი მართვა.  შესაბამისად, აუცილებელია მყარი ნარჩენების სათანადოდ მართვა და ნიადაგის დაცვა მომავალში მისი ნაყოფიერების შესანარჩუნებლად.  ეს ყოვლისმომცველი მიდგომა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა თემთა უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების ეფექტურად და გონივრულად მართვის საკითხებში.  საქართველოს აქვს აბსოლუტური უპირატესობა წყლის რესურსების სფეროში.  მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ირიგაციის პოტენციალის მხოლოდ 6%, ხოლო ჰიდროელექტროობის გენერაციის პოტენციალის მხოლოდ 12% რეალიზდება.  ბუნებრივი რესურსების ეფექტური უტილიზაცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ აღნიშნული რესურსების მართვა და განვითარება წარიმართოს ინკლუზიური, ეკონომიკურად მდგრადი და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით.  შესაბამისად, აღნიშნული შშ დააფინანსებს იმ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გამდინარე წყლების მართვასა და სუფთა და რეგენერაციული ენერგიის წყაროების განვითარებას.

შშ-ს აქტივობები შექმნილია წყლის რესურსების, მათ შორის ირიგაციის, უფრო ეფექტიანად და ფართო მასშტაბით უტილიზაციის წასახალისებლად.  აქტივობები ხელს შეუწყობს ჰიდრო-ელექტროობისა და სხვა სუფთა ენერგიების ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების გაზრდას.  ასევე, აქტივობების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო და კერძო სექტორების ენერგო-ეფექტურობა, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული მწვანე ენერგიის გაყიდვას გლობალურ და რეგიონალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, და მეორეს მხრივ შეამცირებს ქართული ფირმების დენისა და საწვავის ხარჯებს, რაც გაზრდის  მათ კონკურენტულ უპირატესობას.  აქტივობები ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდასა და ენერგიის კონსერვაცას; ეკოლოგიურად მდგრადი, სუფთა ენერგიის გენერაციას; სათანადო ეკონომიკური და ენერგეტიკურლი ანალიზის, პრიორიტეტების დასახვისა და დაგეგმარების გზით სუფთა ენერგიის დასვლეთში ექსპორტს; რეგულაციების ჰარმონიზაციასა და საბაზრო ინტეგრაციას; და ენერგოსექტორის პოტენციალის გაზრდას.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შენობების ეკო-ეტიკეტის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავებაზე.  შესაბამისი რეფორმების გატარება, ზედამხედველობის გაუმჯობესება, სუფთა ენერგიის გენერაციისთვის საჭირო ეკონომიკური სტიმულების დანერგვა, და ყველა სქესის, სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მხარეების მაღალი ჩართულობა, ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონივრულ და ეკოლოგიურად მართვას, ყოველივე ეს კი გრძელვადიან და პროგნოზირებად წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ენერგიით მომარაგებისა, და ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.  აღნიშნული შშ, ბუნებრივი რესურსებისა და ნარჩენების ეფექტური მართვის გზით, ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ ქვეყნის მდგრადობის გაზრდასა და ჯანდაცვითი, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.  ამ შშ-ს აქტივობები ხელს შეუწყობს სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე მყარი ნარჩენების  მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას და  უზრუნველყოფს ახლად-აღმოცენებული, ნარჩენების გადამამუშავებული სექტორის განვითარებას.  აღნიშნული შშ ასევე საქართველოს სოფლებში ისეთ მცირე-მასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს, რომელთა არარსებობაც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.

შშ 4.    მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ძალის შექმნა

განათლების ხარისხი ზეგავლენას ახდენს ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე. ბაზარზე ორიენტირებული, კომპეტენტური სამუშაო ძალის ნაკლებობა კი საქართველოში დასაქმების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორია.  ამ შშ-ს აქტივობები შეამცირებს იმ შეუსაბამობას, რომელიც ამჟამად განათლებულ, ეკონომიკურად-პროდუქტიულ სამუშაო ძალაზე მზარდ მოთხოვნასა და არასაკმარის მოწოდებას შორის არსებობს.  დაწყებითი განათლების სფეროში აქტივობები ხელს შეუწყობს წერა-კითხვისა და მათემატიკის საფუძვლების შესწავლას, რაც გრძელვადიან, დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.  აქტივობები ასევე ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, პროფესიული გადამზადების, სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებისა და საუნივერსიტეტო პროგრამების განხორციელებას, რაც გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას.  საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ და კონკურენტუნარიან სექტორებზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესება კი სამუშაო ძალის სათანადოდ გაწვრთნასა და სწრაფ დასაქმებას უზრუნველყოფს.  დაფინანსდება აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ბიზნესალღოს გამომუშავებას შეუწყობს ხელს, კერძოდ კი დაეხმარება მათ ბიზნესის, ფინანსებისა და ოპერაციული მენეჯმენტის დარგებში ცოდნისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარების დახვეწაში.   

VII. მხარეთა როლი და ვალდებულებები

ა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა

VI პუნქტში აღწერილ აქტივობებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელებს კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონტრაქტების, თანამშრომლობის და საგრანტო შეთანხმებების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფილი ფინანსური სახსრების მეშვეობით.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაიცავს სააგენტოს მიერ დადგენილ კონტრაქტებისა და საგრანტო შეთანხმების მომზადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და წესებს.  აღნიშნული აქტივობები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მჭიდროდ კოორდინირებულ იქნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციებთან.  შეძლებისდაგვარად, სააგენტო პროექტებს განახორციელებს ქართული კომპანიების და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

კვარტალში ერთხელ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისია კავკასიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვარატალურ ანგარიშებს, რომლებშიც წინამდებარე შეთანხმებით გათვალსიწინებული საქმიანობის შედეგები აისახება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოუტანა ქართველ ხალხს მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურებების სფეროებში. 

ბ.  საქართველოს მთავრობა

გრანტის მიმღები გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.  ამ უკანასკნელში მოიაზრება რეფორმები ეკონომიკური მართვის, სოფლის მეურნეობის, კონკურენტუნარიანობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და დაბალი ემისიებით განვითარების სფეროებში, ასევე საქართველოსა და ევრო-კავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების სრული სპექტრი.  

VIII.   გარემოს დაცვა

წინამდებარე შეთანხმებაში შესული ყველა პროექტისთვის და აქტივობისთვის უკვე მომზადდა ან მომავალში მომზადდება გარემოზე ზემოქმედების საწყისი კვლევა (IEE), გარემოზე ზემოქმედების შეფასება, და სხვა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებსაც წერილობით დაამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს გარემოს დაცვის ოფიცერი.  აღნიშნული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერებთან და მისიის გარემოს დაცვის ოფიცერთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, აიღებენ დამტკიცებულ IEE-ში მოყვანილი პირობების შესრულების პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს გარემოს დაცვის პროცედურების შემუშავებას და დანერგვას გარემოზე პროექტის შესაძლო ზემოქმედების უვნებელსაყოფად.  იმ შემთხვევაში, თუ IEE დაადგენს, რომ მოცემულმა პროექტმა შესაძლოა გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, პროექტის განხორციელება არ დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ნებართვის გარეშე ვიდრე IEE–ში აღნიშნული ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება.  IEE და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://gemini.info.usaid.gov/egat/envcomp/report_ecr.php

IX.     მონიტორინგი და პროექტის შესრულების შეფასება

მიმდინარე პროექტების უწყვეტი მონიტორინგი თანამშრომლობის პრინციპით განხორციელდება.  მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო  და პროექტში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიამ კავკასიაში პროექტების შესრულების მენეჯმენტის გეგმა (PMP) შეიმუშავა.  მასში მოცემული ინდიკატორების სია V პუნქტში შეგიძლიათ იხილოთ.  ინდიკატორებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი მოხდება რეგულარულად. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების და აქტივობების ანგარიშები და მათი წარდგენის ვადები უმეტესწილად შემდეგ წესს დაექვემდებარება:

(1) წლიური სამუშაო გეგმა / განხორციელების გეგმა (მონიტორინგისა და პროექტის შესრულების შეფასების გეგმის ჩათვლით) წარედგინება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში აღნიშნული პროექტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ორის თვის შემდეგ.  აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტის იმპლემენტაციის კონკრეტულ ვადებსა და ამოსავალ მაჩვენებლებს / მოსალოდნელ შედეგებს.  მომდევნო წლიური სამუშაო გეგმები / განხორციელების გეგმები წარედგინება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში 12 თვის შემდეგ.

(2) პროექტის შესრულების კვარატალური ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები წარედგინება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში იგეგმება რამდენიმე პროექტის შეფასების განხორციელება.  შეფასებები შესაძლოა მოიცავდეს პროექტებს ან აქტივობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა, ეკონომიკური მართვა, დაბალი ემისიებით განვითარება და სხვა.  შეფასდება პროექტებისა და აქტივობების ხარისხი და ჩამოყალიბდება ის ცვლილებები და შესწორებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესაბამის სექტორებში ქვეყნის პრობლემების უფრო ეფექტური გზით გადასაჭრელად.  გარდა ამისა, განისაზღვრება, თუ რამდენად ახერხებს მოცემული პროექტი დაგეგმილი შედეგების მიღწევას, ასევე საჭირო გამოცდილების დაგროვებას პროგრამის მენეჯმენტისა და სამომავლო პროგრამების დასახვეწად.  შეფასების ანგარიშები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩათვლით. 

მონიტორინგისა და შეფასების საქმიანობა საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე წარიმართება.          

X. იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართის B.5 პუნქტში მოცემულ აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებთან მიმართებაში (სტანტარტული დებულებები) მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირ დააფინანსებს განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი აქტივობის განსახორციელებლად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებს ჩადებს აღნიშნულ პარტნიორ ორგანიზაციებთან დადებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებებში, რაც ჩაანაცვლებს აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ სავალდებულო აუდიტორული გაგმების წარდგენის ვალდებულებას.  

 

დანართი 1, ქვედანართი „ა“

ფინანსური გეგმა

ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ 

განვითარების შეთანხმება

პროგრამის სფერო:

2015 წლის USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარება

USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა

კონფლიქტების აღმოფხვრა და შეთანხმება

$500 000

$ 8 000 000

 განათლება

$897,635

$897,635

ინფრასტრუქტურა

$ 1,500,000

$1,942,737

სოფლის მეურნეობა

$1,560,000

$4,923,063

 კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა

$5,970,000

$24,055,001

გარემო

$2,682,000

$4,432,000

ჯამური თანხა

$13,109,635

$44,250,436

დანართი 2

სტანდარტული დებულებები

შინაარსი

მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები

პუნქტი ა.1. განსაზღვრებები

პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები

მუხლი ბ: ზოგადი დებულებები

პუნქტი ბ.1. კონსულტაციები

პუნქტი ბ.2. შეთანხმების განხორციელება

პუნქტი ბ.3. საქონლის და მომსახურების გამოყენება

პუნქტი ბ.4. დაბეგვრა

პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესახებ წარმოებული   საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტორული  შემოწმებები და ინსპექტირება.

პუნქტი ბ. 6 ინფორმაციის სისრულე

პუნქტი ბ.7 სხვა გადასახდელები

პუნქტი ბ. 8. ინფორმაცია და აღნიშვნები

მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები

პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება

პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა

პუნქტი გ.3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები

პუნქტი გ. 4. გონივრული ფასი

პუნქტი გ. 5 პოტენციური მომწოდებლების შეტყობინება

პუნქტი გ. 6. ტრანსპორტირება

პუნქტი გ. 7. დაზღვევა

პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება

პუნქტი გ. 9. შესყიდვები და გასაცემი თანხები

მუხლი დ: გადახდები

პუნქტი დ. 1. გადახდების ფორმები

პუნქტი დ. 2. სავალუტო გაცვლითი კურსი

მუხლი ე: შეთანხმების შეწყვეტა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები

პუნქტი ე.1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა

პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება

პუნქტი ე. 3. უფლებამოსილების შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში

პუნქტი ე. 4. უფლების გადაცემა

მუხლი ვ: სხვადასხვა

პუნქტი ვ.1. ინვესტიციების ხელშეწყობა

პუნქტი ვ.2. ნარკოტიკებით მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა

პუნქტი ვ. 3. მომუშავეთა უფლებები

პუნქტი ვ.4. ტერორისტების დაფინანსება

სტანდარტული დებულებები

მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები

პუნქტი ა. 1. განსაზღვრებები

წინამდებარე დანართში აღნიშნული „შეთანხმება“ მიუთითებს განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმებაზე რომლის დანართსა და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე დანართი. დანართ 1-ში არსებული არცერთი პუნქტი არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგავარდ, რომ ცვლიდეს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ განმარტებებსა და პირობებს.  

პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები

წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაში დახმარების მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პერიოდულად მოამზადებს განხორციელების წერილებს, რომელშიც შეიტანს დამატებით ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე შეიძლება ერთობლივად მოამზადონ განხორციელების წერილები, რათა დაადასტურონ და წერილობით გადმოსცენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ასპექტებთან დაკავშირებული საერთო აღქმა/თანხმობა. განხორციელების წერილები ასევე შეიძლება მომზადდეს წინამდებარე შეთანხმებით ნებადართული გადასინჯვის ან გამონაკლისის შემთხვევების წერილობითი ასახვის მიზნით.

მუხლი ბ: ზოგადი დებულებები

პუნქტი ბ. 1. კონსულტაციები

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელება. ამ მიზნით მხარეები ერთმანეთის თხოვნით, გაცვლიან მოსაზრებებს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელების, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, და ყველა იმ კონსულტანტის, კონტრაქტორის, ან  მიმწოდებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ წინამდებარე შეთანხმების  შესრულებაში, ასევე შეთანხმებასთან  დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

პუნქტი ბ. 2. შეთანხმების განხორციელება

გრანტის მიმღები ვალდებულია:

(ა) განახორციელოს შეთანხმების ის საქმიანობები, რომელთა უშუალო განხორციელებაც (ან შესრულების უზრუნველყოფა) გრანტის მიმღებს მოეთხოვება, ან უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმება და ამგვარი საქმიანობები შეასრულონ სათანადო გულისხმიერებით და ეფექტურობით, სათანადო ტექნიკური, ფინანსური, და მმართველობითი პრაქტიკის, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დამტკიცებული დოკუმენტების, გეგმების, სპეციფიკაციების, კონტრაქტების, შესრულების განრიგების და პირობების, ასევე მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების დაცვით; და

(ბ) უზრუნველყოს კვალიფიციური და გამოცდილი ხელმძღვანელების გამოყოფა, და მოამზადოს ამგვარი კადრი წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქმიანობების წარმართვისა და განხორციელებისათვის, ასევე განგრძობითი შინაარსის საქმიანობების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმართვა და განხორციელება ისე, რომ მიღწეულ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და პროგრამის კომპონენტების განგრძობადობა და წარმატებული განხორციელება.

პუნქტი ბ. 3. საქონლისა და მომსახურების გამოყენება

წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ყველა საქონელი და მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ეს სხვაგვარად იქნება განხორციელებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით დოკუმენტში, გამოყენებულ იქნება შეთანხმების  შესასრულებლად იმ დრომდე, სანამ არ დასრულდება ან არ შეწყდება ეს შეთანხმება ხოლო შემდგომ (ასევეშეთანხმების შეჩერების ნებისმიერ პერიოდში) გამოყენებულ იქნება შეთანხმების ამოცანის შესრულების შემდგომი ხელშეწყობისათვის, ან სხვა მიზნით, როგორც ამას განხორციელების წერილებში მიუთითებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

პუნქტი ბ.4. დაბეგვრა

(ა) გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი გათავისუფლება. წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება გათავისუფლებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისაგან.

(ბ) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი განთავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული ამ ქვეპუნქტში, (ა) ვრცელდება (1) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ საქმიანობაზე, კონტრაქტზე, გრანტზე ან განხორციელების შესახებ სხვა შეთანხმებაზე; (2) ზემოთ მოცემული (1) პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერ ოპერაციაზე ან საქონლის მოწოდებაზე, აღჭურვილობაზე, მასალებზე, ქონებასა და სხვა საქონელზე (შემდგომში, ერთობლივად „საქონელი“); (3) კონტრაქტორებზე, გრანტის მიმღებზე, ან სხვა ორგანიზაციაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს; (4) ამგვარი ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელზე; და (5) ნებისმიერ კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე,  რომლებიც არიან ფიზიკური პირები, და ახორციელებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს.

(გ) (ა) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან   ზოგადი განთავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული წინამდებარე ქვეპუნქტში, ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გადასახადებით:

(1)   გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. საბაჟო გადასახადები, ტარიფები, იმპორტის გადასახადები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების პირადი საკუთვნებელი და პირადი მოხმარების ნივთების (მათ შორის პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე.

გადასახადებისაგან გათავისუფლება (1) მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ყველა გადასახდელით, რომელიც ეფუძნება ამგვარი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას, თუმცა არ მოიცავს მომსახურეობაზე გადასახადებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ საქონლის ან ტვირთის გადატანის მიზნით განხორციელებულ მომსახურებებს.

(2)   გადასახადებისაგან გათავისუფლება 2. საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადი, რომელიც შემოღებულია (i) ნებისმიერი სახის უცხო ქვეყნის ორგანიზაციებზე, (ii) ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ორგანიზაციების უცხო ქვეყნის თანამშრომლებზე, ან (iii) უცხო ქვეყნის კონტრაქტორ ფიზიკურ პირებსა და გრანტის მიმღებზე.

გადასახადებისაგან განთავისუფლება (2) მოიცავს ყველა სახის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს და ყველა იმ გადასახადს, რომელიც შემოღებულია უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქონებაზე, როგორც პირადზე ასევე უძრავ ქონებაზე. ტერმინი „ადგილობრივი“ მიუთითებს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც დაფუძნებულია გრანტის მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გრანტის მიმღები ქვეყნის მოქალაქეებზე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი.

(3)   გადასახადებისაგან გათავისუფლება 3. წინამდებარე შეთანხმების  ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ბოლო ოპერაციაზე დაწესებული გადასახადი,  დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), ან გადასახადები შესყიდვაზე, ან უძრავი ქონების იჯარაზე, ან პირად ქონებაზე. ტერმინის „ბოლო ოპერაცია“ მიუთითებს იმ ბოლო ოპერაციაზე,რომლითაც მოხდა საქონლის ან მომსახურების შესყიდვა იმ საქმიანობისთვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

(დ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი მიღებულ და გადახდილ იქნა გადასახადების გათავისუფლების შესახებ დებულებების საწინააღმდეგოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება (1) მოითხოვოს გრანტის მიმღებისაგან ამ გადასახადების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, ან სხვა პირთათვის დაბრუნება, რადგან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სახსრების გარდა უფლება აქვს განკარგოს ამგვარი გადასახადების დაბრუნების შედეგად მიღებული სახსრები, ან ამგვარი გადასახადის თანხა გამოქვითოს იმ თანხებიდან, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ან მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სხვა შეთანხმების მიხედვით.

(ე) გადასახადების განთავისუფლების პირობების გამოყენების თვალსაზრისით არსებული უთანხმოების შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყონებლივ შეხვდებიან და გადაწყვეტენ ამგვარ საკითხებს, რომლის დროსაც იხელმძღვანელებენ იმ პრინციპით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება თავისუფალია პირდაპირი დაბეგვრისაგან  და ამდენად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული ყველა დახმარება ხელს შეუწყობს უშუალოდ გრანტის მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტის შემოწმებები და ინსპექტირება.

(ა) ანგარიშები და ინფორმაცია.

გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს წინამდებარეშეთანხმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, სხვა ანალოგიური ინფორმაცია და ანგარიშები, რომელთა წარდგენასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოითხოვს გონივრულად.

(ბ)შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები.

გრანტის მიმღები აწარმოებს საბუღალტრო წიგნებს, ჩანაწერებს, დოკუმენტაციასა და წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა მტკიცებულებას, რომელშიც ადეკვატურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აისახება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურეობის მიღება და გამოყენება, წინასწარ შეთანხმებული ხარჯების განაწილების მოთხოვნები, გრანტის მიმღების მიერ საქონლისა და მომსახურების შესაძენად პოტენციური მომწოდებლებისათვის განკუთვნილი ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და მონაწილეთა რაოდენობის  მასშტაბი, კონტრაქტის გაცემის საფუძველი და გრანტის მიმღების მიერ  პირდაპირი წესით განხორციელებული დაკვეთები, ასევე მიღწეული საერთო პროგრესი შეთანხმების განხორციელების დასრულების თვალსაზრისით (‘შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები’) . შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის მიმღებმა უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საზოგადოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, რომელიც გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ან გრანტის მიმღების გადაწყვეტილებით , და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით, - ბუღალტრული აღრიცხვის სხვა პრინციპების შესაბამისად, მაგალითად ის პრინციპები, რომელიც (1) დადგენილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი),  ან (2) გავრცელებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში, ხელშეკრულების შესახებ დოკუმენტაცია და ჩანაწერები შეინახება სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული თანხის ბოლო გადახდის თარიღიდან, ან უფრო ხანგძლივი პერიოდით, რომელიც საჭირო იქნება სასამართლო დავის გადასაწყვეტად, ბრალდებების, ან აუდიტის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე საპასუხოდ, თუკი ამგვარი საჭიროება იარსებებს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად შევნიშნავთ, რომ ბ.5(ბ) პუნქტი ვრცელდება მხოლოდ საგრანტო თანხებზე, რომელიც უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ დაიხარჯება.

(გ) გრანტის მიმღების აუდიტორული შემოწმება

იმ შემთხვევაში, თუ პირველ ფისკალურ წელს უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ გაიხარჯება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებიდან $300 000 ან უფრო მეტი, გრანტის მიმღებმა ამ ხარჯების ფინანსური აუდიტორული შემოწმება უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან წერილობით: 

(1)   აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით გრანტის მიმღები აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავს ქვეყანაში არსებულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს, ან შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ინსპექტორის მიერ გამოცემული დოკუმენტის, „დახმარების მიმღების უცხო ქვეყნის მიერ ფინანსური აუდიტორების შერჩევის სახელმძღვანელო მითითებები“ (შემდგომში, „სახელმძღვანელო მითითებები”)  მიხედვით. აუდიტორული შემოწმებები უნდა განხორციელდეს აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად; და

(2)   აუდიტორმა უნდა დაადგინოს წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების მიღება და გახარჯვა ასახული არის თუ არა ზემოთ მოცემულ (ბ) ქვეპუნქტით შეთანხმებული საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და გრანტის მიმღებმა დაიცვა თუ არა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა დასრულდეს არა უმეტეს ცხრა თვის განმავლობაში გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებიდან, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება.

(დ) გრანტის თანხის ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმება.

გრანტის მიმღებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან, უნდა უზრუნველყოს რომ გრანტის სახსრების ‘ფარულ’ ქვემიმღებს ჩაუტარდებათ აუდიტორული შემოწმება  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით,  გრანტის სახსრების ‘ფარული’ ქვემიმღები წარუდგენს განხორციელებული დანახარჯების აუდიტორული შემოწმების გეგმას გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებამდე, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება. როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული ‘ფარული’ ქვემიმღები არიან გრანტის სახსრების ის მიმღებები, როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული, რომლებიც სახსრებს იღებენ გრანტის მიმღებთან  პირდაპირი კონტრაქტის, შეთანხმების გაფორმებით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების შესასრულებლად.

(1)   „ფარული“ ქვემიმღები არის ის, ვინც ხარჯავს 300 000 აშშ დოლარს, ან უფრო მეტ თანხას ‘აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საგრანტო თანხების გაცემის’ ფისკალურ წელს (ანუ, როგორც გრანტის ქვემიმღები  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სტრატეგიული ამოცანისა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან გაფორმებული სხვა საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით).

(2)   აუდიტორული შემოწმების გეგმით განისაზღვრება მეთოდოლოგია, რომელსაც გრანტის მიმღები გამოიყენებს ფარულ ქვემიმღებებთან მიმართ თავისი აუდიტორული შემოწმების პასუხისმგებლობების შესასრულებლად. გრანტის მიმღებს ამგვარი პასუხისმგებლობები შეუძლია შეასრულოს ქვემიმღებთა დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების მეშვეობით; გრანტის მიმღების დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების სფეროს განვრცობითა და ქვემიმღებთა სააღრიცხვო ანგარიშების შემოწმებებით; ან აღნიშნული ორივე პროცედურის კომბინაციით.

(3)    აუდიტორული შემოწმების გეგმაში აღინიშნება ფარულ ქვემიმღებთათვის გამოყოფილი სახსრები, რომელთა შემოწმებაც განხორციელდება აუდიტის შესახებ სხვა დებულების დაცვით ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების დროს, და რითაც შესრულდება  გრანტის მიმღების აუდიტორული პასუხისმგებლობები. ( შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არამომგებიან ორგანიზაციას მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იმ მომგებიანი კონტრაქტორის, რომელსაც უშუალოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი, აუდიტორულ შემოწმებას განახორციელებს აშშ-ის მთავრობის შესაბამისი სააგენტო. კერძო, მოხალისეებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც არაა შეერთებულ შტატებში დაფუძნებული და რომელიც უშუალოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ღებულობს გრანტს - მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. გრანტის მიმღები ქვეყნის კონტრაქტორის აუდიტორული შემოწმება განხორციელდება გრანტის მიმღების აუდიტორული ორგანოს მიერ.)

(4)   გრანტის მიმღები უზრუნველყოფს, რომ ფარულმა ქვემიმღებემა, რომელთაც გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, განახროციელონ შესაბამისი და დროული  მაკორექტირებელი ღონისძიებები; გრანტის მიმღები განსაზღვრავს ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმებები განაპირობებენ თუ არა გრანტის მიმღების სააღრიცხვო ჩანაწერების კორექტირებას, და ყოველი ამგვარი ქვემიმღებისაგან მოითხოვს, რომ დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუღალტრული ჩანაწერები და ფინანსური  ანგარიშები, როდესაც კი ამგვარი საჭიროება წარმოიშვება.

(ე) აუდიტის დასკვნები

გრანტის მიმღები წარუდგენს, ან უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინონ აუდიტორი დასკვნა ყველა იმ აუდიტორული შემოწმებისათვის, რომლის ჩატარების ორგანიზება შეთანხმების წინამდებარე ნაწილის შესაბამისად განახორციელა გრანტის მიმღებმა. აუდიტორული დასკვნები წარდგენილი უნდა იქნეს აუდიტორული შემოწმების დასკვნიდან 30 დღეში  და არა უგვიანეს ცხრა თვისა იმ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, რომელი პერიოდის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება.

(ვ) სხვა ფარული ქვემიმღებები.

იმ „ფარული“ ქვემიმღებების შემთხვევაში, რომელთაც წინამდებარე შეთანხმების  ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული აქვთ პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნულ კონტრაქტებში ან ხელშეკრულებებში შეიტანს აუდიტორული შემოწმების შესაბამის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილ აუდიტორის დასკვნებთან დაკავშირებით გრანტის მიმღების სახელით განახორციელებს შემდგომ ღონისძიებებს.

(ზ) აუდიტორული შემოწმების ხარჯები

შეთანხმების ამ ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ხარჯები, რომელზეც საჭიროა გაიცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა, შეიძლება გადახდილ იქნეს წინამდებარე შეთანხმების თანხიდან.

(თ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აუდიტორული შემოწმების განხორციელება                               

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო იტოვებს უფლებას განახორციელოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები გრანტის მიმღების სახელით, რომლისთვისაც გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების თანხებს, ან სხვა რესურსებს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გააჩნია ამ მიზნისთვის;  განახორციელოს ფინანსური საქმიანობის მიმოხილვა, ან სხვაგვარად უზრუნველყოს იმ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, რომლებიც ხარჯავენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებს მიუხედავად იმისა, მათ მიმართ არსებობს თუ არა აუდიტორული შემოწმების მოთხოვნა.

(ი) აუდიტორული შემოწმების ან ინსპექტირების შესაძლებლობა

გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, ყოველ გონივრულ დროს, განახორციელონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული საქმიანობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურეობის გამოყენების, ასევე წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საბუღალტრო წიგნების, სააღრიცხვო ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება ან ინსპექტირება.

(კ) ქვემიმღებთა საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები

გრანტის წინამდებარე პუნქტის (ა),(ბ), (დ), (ე), (ზ), და (ი) ქვეპუნქტებს შეიტანს ქვეშეთანხმებებში, რომლსაც გააფორმებს იმ არა-ამერიკულ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე პუნქტის (გ) ქვეპუნქტით 300,000 აშშ დოლარის ოდენობით განსაღვრული ხარჯების გაწევის მაქსიმალურ ზღვარს. იმ არა-მერიკულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ქვე-ხელშეკრულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ხარჯების გაწევის 300,000 აშშ დოლარიან მაქსიმალურ ზღვარს, მინიმუმ უნდა შეიცავდეს (თ) და (ი) ქვეპუნქტებს. აშშ-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ქვე-ხელშეკრულებებში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში დარეგისტრირებული ორგანიზაცია ექვემდებარება მართვისა და საბიუჯეტო ოფისის (OMB) A-133 ცირკულარით განსაზღვრულ აუდიტორული შემოწმების მოთხოვნებს.

პუნქტი ბ.6. ინფორმაციის სისრულე

გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ:

(ა) ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა შესახებაც მან აცნობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან უზრუნველყო, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის ეცნობებინათ, ზუსტია და სრული  და მოიცავს ყველა იმ ფაქტსა და გარემოებას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე; და

(ბ) იგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დროულად აცნობებს ნებისმიერ შემდგომ ფაქტსა და წარმოშობილ გარემოებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, ან გონივრულია ვიფიქროთ, რომ მოახდენს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე.

პუნქტი ბ.7. სხვა გადასახდელები

გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ წინამდებარე შეთანხმებით  დაფინანსებული  საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გრანტის მიმღების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია, ან არ მიიღებს რაიმე თანხას გარდა იმ მოსაკრებლებისა, გადასახადებისა, ან  ანალოგიური გადასახდელებისა, რომელსაც ითვალისწინებს გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა.

პუნქტი ბ.8. ინფორმაცია და აღნიშვნები

გრანტის მიმღები ფართო საზოგადოებისათვის სათანადოდო გააშუქებს ამ შეთანხმებას, როგორც ისეთ პროგრამას, რომელშიც წვლილი შეიტანა შეერთებულმა შტატებმა, შესაბამის აღნიშვნებს გააკეთებს შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების ადგილებში, და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქონელზე გააკეთებს ისეთ აღნიშვნას, როგორც ეს განხორციელების წერილებით  იქნება განსაზღვრული.

მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები

პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება

(ა)  ყველა საქონელს, რომელიც ფინანსდება შეთანხმების საფუძველზე უნდა გააჩნდეს წარმოშობის წყარო, ხოლო საქონლისა და მომსახურეობის მიმწოდებლებთან მიმართებით - ეროვნება, იმ ქვეყნებში, რომელთა გეოგრაფიული კოდი არის 937 ან 110; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით. ამასთან:

(1)   საოკეანო გადაზიდვების ხარჯები დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმების  ფარგლებში მხოლოდ იმ მცურავი საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ცურავენ იმ დროშის ქვეშ, რომელიც შეტანილია 935-ე კოდში აღნიშნული ქვეყნების დროშების რეესტრში. ასევე იხილეთ გ.6.  ნაწილი იმ მცურავი საშუალებების შესახებ, რომლებიც აშშ-ის დროშის ქვეშ ცურავენ.

(2) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები წარმოებული უნდა იყოს შეერთებული შტატების მწარმოებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით.

(ბ) საოკეანო და საჰაერო გადაზიდვის წარმოშობის წყაროდ და ადგილად მიჩნეულ იქნება გადაზიდვის დროს საოკეანო მცურავი საშუალების, ან მფრინავი საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა.

(გ) იმ საქონლისა და მომსახურეობის შესახებ დებულებები, რომელთა შეძენაც შეზღუდულია, ან დაუშვებელია, წარმოდგენილ იქნება განხორციელების წერილში.

(დ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ქონების საჰაერო გადაზიდვა, ან პირთა საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდება იმ საჰაერო მფრინავი საშუალებებით, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში გაცემული სერთიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მფრინავი საშუალებების მომსახურება დაშვებულია ‘ამერიკული მფრინავი საშუალებების შესახებ კანონით’. ეს მოთხოვნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება დამატებით აღწეროს განხორციელების წერილებში.

პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში არ დაფინანსდება ის საქონელი, ან მომსახურება, რომელიც შეძენილ იქნა იმ შეკვეთების ან კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა და ძალაში შევიდა წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით.

პუნქტი გ. 3. გეგმები, სპეციფიკაციები, და კონტრაქტები.

შემდეგ საკითხებზე საერთო შეთანხმების არსებობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეების სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით:

(ა) გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადებისთანავე უნდა წარუდგინოს:

(1)   ნებისმიერი გეგმა, სპეციფიკაციები, შესყიდვების ან მშენებლობის განრიგები, კონტრაქტები, ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გრანტის მიმღებსა და მესამე მხარეს შორის უნდა გაფორმდეს წინამდებარე შეთანხმებით დასაფინანსებელ საქონელთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით, მათ შორის კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და კონტრაქტორების შერჩევასთან, ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ანალოგიურად, ამგვარ დოკუმენტაციაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარედგინება ცვლილებების მომზადების დასრულებისთანავე; და 

(2) დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი ისეთი საქონლის ან მომსახურების შესყიდვასთან, რომელიც არ ფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შეთნხმებისათვის, ასევე წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისი მომზადებისთანავე. წინამდებარე (ა) (2) ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ასპექტები იდენტიფიცირებული იქნება განხორციელების წერილებში.

(ბ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევასთან, ან წინადადებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ გამოქვეყნებამდე, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მათ პირობებში აისახება შეერთებული შტატების სტანდარტები და კრიტერიუმები;

(გ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ იმ კონტრაქტებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც დაქირავებულნი იქნებიან საინჟინრო და სხვა პროფესიული მომსახურების, სამშენებლო მომსახურების, და სხვა ამგვარი მომსახურების შესასრულებლად, აღჭურვილობის, ან მასალების მოსაწოდებლად, როგორც ეს შეიძლება აღინიშნოს განხორციელების წერილებში,  წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ კონტრაქტებში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათი კონტრაქტში შეტანამდე, ასევე წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; და

(დ) იმ საკონსულტაციო ფირმების მომსახურების სფერო, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობს გრანტის მიმღები წინამდებარე შეთანხმებისთვის, მაგრამ არ ფინანსდება ამ შეთანხმების ფარგლებში, ან ამ ფირმების პერსონალის მოქმედების სფერო, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქმიანობებზე იმუშავებენ, როგორც ეს შეიძლება განსაზღვროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ასევე გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებისათვის გამოყენებული სამშენებლო კონტრაქტორები, რომლებიც არ ფინანსდებიან შეთანხმების სახსრებით, მისაღები იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის.

პუნქტი გ.4. გონივრული ფასი

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ნებისმიერი საქონლისათვის ან მომსახურეობისათვის არ იქნება გადახდილი გონივრულ ფასზე უფრო მეტი. მათი შეძენა განხორციელება სამართლიან, და რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძველზე.

პუნქტი გ. 5. პოტენციური მიმწოდებლების შეტყობინება.

წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლისა და მომსახურების მოწოდებაში შეერთებული შტატების ყველა ფირმებისათვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით გრანტის მიმღები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგენს ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმ დროს, როგორც ეს შეიძლება მოითხოვოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განხორციელების წერილებში.

პუნქტი გ. 6 . ტრანსპორტირება

(ა)  გ. 1.(ა) პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, საოკეანო ან საჰაერო ხომალდებით ტრანსპორტირებისა და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები არ დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯები განკუთვნილია იმ საოკეანო ან საჰაერო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისათვის, რომელიც არ იქნა წინასწარ დამტკიცებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

(ბ) გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაადგენს, რომ აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი კერძო მფლობელობაში არსებული კომერციული საოკეანო ხომალდები არ არის ხელმისაწვდომი ამგვარი ხომალდებისათვის სამართლიანი და გონივრული ფასის ფარგლებში, ან სხვა მიზეზის გამო, იგი წერილობით თანხმდება, რომ:

(1)   ყველა იმ საქონლის მთლიანი ტონაჟის მინიმუმ ომოცდაათი პროცენტი (50%) ( ეს პროცენტი ცალკე გამოითვლება მშრალი, შეუფუთავი ტვირთის გადამზიდავებისათვის, მშრალი ტვირთის ლაინერებისა და ტანკერებისათვის), რომელიც ფინანსდება  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, და რომლის ტრანსპორტირებაც შეიძლება მოხდეს საოკეანო ხომალდებით, გადაიზიდება აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი კერძო, კომერციული ხომლადებით; და

(2)   აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მშრალი ტვირთის ლაინერების მეშვეობით გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შემოტანილი ტვირთების გადაზიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) გადახდილი უნდა იქნეს აშშ-ის დროში ქვეშ მცურავ კომერციულ ხომალდებისათვის ან გადახდილ იქნეს მათ სასარგებლოდ. წინამდებარე პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს როგორც აშშ-ის პორტებიდან შემოტანილი ნებისმიერ ტვირთთან, ასევე სხვა ქვეყნების პორტებიდან შემოტანილ ტვირთებთან დაკავშირებით, რომელთა გაანგარიშება ცალკე მოხდება.

პუნქტი გ.7. დაზღვევა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შესატანი ტვირთების საზღვაო დაზღვევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ

(1)   ამგვარი დაზღვევა გახორციელდება ყველაზე მომგებიანი კონკურენტუნარიანი განაკვეთით,

(2)   ამგვარ დაზღვევას განახორციელებს ისეთი ქვეყანა, რომელიც უფლებამოსილია გ.1.(ა) პუნქტის მიხედვით; და

(3)   დაზღვევის თანხებზე მოთხოვნები გადახდილ იქნება აშშ დოლარებში, ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.

თუ გრანტის მიმღები (ან გრანტის მიმღების მთავრობა) კანონის დადგენილების, განკარგულების, მარეგულირებელი აქტის, ან პრაქტიკის მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ  დაფინანსებულ  შესყიდვებთან დაკავშირებით განახორციელებს დისკრიმინაციას საზღვაო დაზღვევის ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც უფლებამოსილია შეერთებული შტატების ნებისმიერ შტატში განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ყველა ის საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება გრანტის მიმღების ტერიტორიაზე, დაზღვეული იქნება საზღვაო რისკებზე და ამგვარი დაზღვევა განთავსდება შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ კომპანიაში, ან კომპანიებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზღვაო დაზღვევა განახორციელონ შეერთებულ შტატებში.

(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად თანხმდება წერილობით, გრანტის მიმღები დააზღვევს, ან უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმებით  დაფინანსებული და წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შემოტანილი საქონლის დაზღვევას იმ სატრასნპორტო რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების მიზნით მათი გამოყენების ადგილამდე ტრანსპორტირებასთან, ამგვარი დაზღვევა დაეფუძნება სათანადო კომერციულ პრაქტიკის დროს გამოყენებულ პირობებს და დაზღვეული იქნება საქონლის მთლიანი ღირებულება. ნებისმიერი კომპენსაცია, რომელსაც გრანტის მიმღები ამგვარი დაზღვევის ფარგლებში მიიღებს, გამოყენებული იქნება დაზღვეული საქონლის ნებისმიერ მნიშვნელოვანი დაზიანების, ან დანაკარგის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად. საქონლის ნებისმიერი ამგვარი გამოცვლა განხორციელდება იმ წარმოშობის წყაროსა და ადგილის ქვეყნებში წარმოებული საქონლით, რომელიც მოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს N935 გეოგრაფიულ კოდში, რომელიც ძალაში იქნება საქონლის გამოცვლის დროს, და დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმებისდებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.

პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება

გრანტის მიმღები თანხმდება, რომ როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ახალი საქონლის ნაცვლად გამოყენებული იქნეს აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი პირადი ქონება. წინამდებარე შეთანხმების სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნება ამგვარი ქონების მიღების ხარჯების დასაფინანსებლად.

პუნქტი გ.9. შესყიდვები და გადახდები

გრანტის მიმღები თანხმდება, რომ  პირველი დანართით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის გრანტის თანხები შეიძლება დაკონტრაქტდეს ან გამოიყოს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მოხდეს გაცემა პირდაპირ  მესამე პირისათვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წესების და პროცედურების დაცვით,  თუ არ იქნება მიღწეული სხვა შეთანხმება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წერილობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ვალდებულებას იღებს გრანტის მიმღების უზრუნველყოს პერიოდული საანგარიშგებო მოხსენებით კვარტალურად ან როგორც მხარეების შეთანხმდებიან წერილობით, აშშ-ის განვითარების სააგენტოს პირდაპირი კონტრაქტების და გრანტების შესახებ, რომელიც გაცემულია მესამე პირზე გრანტის თანხებიდან.

მუხლი დ:  გადახდები

პუნქტი დ. 1. გადახდის ფორმები

თანხის გადარიცხვები განხორციელდება იმ ფორმით, რომელზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან, ან როგორც ამას ითვალისწინებს პირველი დანართი.

პუნქტი დ. 2.  სავალუტო გაცვლითი კურსი

იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხები საქართველოში  შეტანილ იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან სხვა ნებისმიერი სახემწიფო ან კერძო დაწესებულების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვალდებულებების განსახორციელებლად, გრანტის მიმღები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ ამგვარი თანხების კონვერტაცია მოხდეს ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციის მომენტში გრანტის მიმღების ქვეყანის ეროვნულ ბანკში არსებული ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსით.

მუხლი ე:  შეთანხმების შეწყვეტა,  საშუალებები

პუნქტი ე. 1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა

(ა) შეთანხმების ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის შესახებაც მეორე მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას  ოცდაათი დღით (30) ადრე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ასევე შეუძლია  ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რომლის შესახებაც გრანტის მიმღებს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოცდაათი დღით (30) ადრე. ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთანავე იმ შემთხვევაში, თუ (i) გრანტის მიმღები არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებას, (ii) ადგილი ექნება ისეთ მოვლენას, რის გამოც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ ამ მოვლენის გამო სავარაუდოდ შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმებისამოცანის ან პროგრამის კომპონენტების განხორციელება, (iii)ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის განხორციელება ან ამ სახსრების გამოყენება დაარღვევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ან შემდგომში შევა ძალაში.

(ბ) წინამდებარე შეთანხმების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებამდე მხარეების მიერ მესამე მხარეების წინაშე აღებული თანხის გადახდის იმ ვალდებულებების გარდა, რომლებიც არ ექვემდებარება გაუქმებას, წინამდებარე შეთანხმების შეჩერების, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გაუქმების შედეგად შეჩერება ( იმ პერიოდით, როდესაც შეჩერებულ იქნება ხელშეკრულების მოქმედება), ან შეწყდება შეთანხმების განხორციელების, ან მისი შეჩერებული ან შეწყვეტილი ნაწილის განხორციელების მიზნით ფინანსური ან სხვა რესურსების გამოყოფის შესახებ მხარეთა მიერ აღებული ნებისმიერ ვალდებულება. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ იქნება შეჩერებული, ან შეწყვეტილი, სრულად დარჩება ძალაში.

(გ) ამასთან, შეთანხმების ამგვარი სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი ხარჯებით, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინამდებარე შეთანხმებით, ან მისი შესაბამისი ნაწილით დაფინანსებული საქონლის ფლობის უფლება გადაეცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდების ეტაპზეა.

პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება

 (ა) თანხის იმ გადარიცხვების შემთხვევაში, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად არ არის გამყარებული კანონიერი დოკუმენტაციით, ან რომელიც გაცემულ ან გამოყენებულ იქნა წინამდებარე შეთანხმების  პირობების დარღვევით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობის, ან მათი გამოყენებისა - შეუძლია მოსთხოვოს გრანტის მიმღებს ამგვარად გაცემული თანხა აშშ დოლარებში დაუბრუნოს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამგვარი მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.   

(ბ) იმ შემთხვევაში თუ გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს წინამდებარე  შეთანხმებით   დაფინანსებული, ან მხარდაჭერით შეძენილი საქონლის, ან მომსახურების არაეფექტურად გამოყენებას ამ შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გრანტის მიმღებს მოსთხოვოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამგვარი საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით მის მიერ განხორციელებული გადახდების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის სრულად ან  ნაწილობრივ დაბრუნება აშშ დოლარებში, აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.  

(გ) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება გადახდების დაბრუნების მოთხოვნების შესახებ, წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, ძალაშია ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდის დღიდან სამი წლის განმავლობაში.

(დ) (1) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით, ან (2) პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოსათვის კონტრაქტორის, მომწოდებლის, ბანკის ან მესამე მხარის მიერ წინამდებარე  შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელთან, ან მომსახურებასთან დაკავშირებით, როდესაც თანხის დაბრუნება განპირობებულია საქონლის ან მომსახურების არაგონივრული ფასით, შეცდომით მომზადებულ ანგარიშფაქტურით, ან ისეთი საქონლით, რომელიც არ შეესაბამება სპეციფიკაციებს, ან არაადეკვატური მომსახურეობით, გამოყენებულ იქნება (ა) პირველ რიგში ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენადაც ამის დასაბუთება მოხდება, და (ბ) დარჩენილი თანხა, თუ ამგვარი თანხა იარსებებს,გამოყენებულ იქნება გრანტის თანხის შესამცირებლად.

(ე) წინამდებარე  შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებზე განხორციელებულ გადახდებზე დარიცხული ნებისმიერი საპროცენტო შემოსავლის, ან სხვა შემოსულობას, რომელიც მიღებულ იქნება იმ დრომდე, სანამ მოხდება წინამდებარე  შეთანხმებითს შესრულებისათვის თანხების ნებადართული გამოყენება, გრანტის მიმღებს დაუბრუნებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აშშ დოლარებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.

პუნქტი ე.3.  უფლებათა შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ ფინანსურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლების ან სამართლებრივი საშუალების დაგვიანებით გამოყენება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც ამგვარ უფლებაზე ან სამართლებრივ საშუალებაზე  უარის თქმა.

პუნქტი ე.4. უფლების გადაცემა

გრანტის მიმღები თანახმაა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნისთანავე აღასრულოს სამართლებრივი უფლება, რომლის განხორციელება გრანტის მიმღებს შესაძლოა ნებისმიერი მოტივაციით დაეკისროს კონტრაქტით გათვალისწინებული  საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, ან რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი საქმიანობისას, ან იმ მხარის მიერ საკონტრაქტო პირობების დარღვევის შედეგად, რომელსაც პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული აშშ-ის დოლარებში, და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ წინამდებარე  შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან.

მუხლი ვ:  სხვადასხვა

პუნქტი ვ. 1.  ინვესტიციების ხელშეწყობა

წინამდებარე შეთანხმებით, ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სხვა წერილობით დოკუმენტით სპეციალურად  განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე  შეთანხმებითს ფარგლებში გამოყოფილი სახსრები, ან სხვა მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი საწარმოს მიმართ, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სტიმული მისცეს ასეთ საწარმოს შეიცვალოს ადგილმდებარეობა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ დაიწყოს საქმიანობა, და თუ ასეთი სტიმულის შედეგად შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა აშშ-ში, რომელიც გამოიწვევს აშშ-ში არსებული საწარმოს ჩანაცვლებას არა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიოტრიაზე მყოფი საწარმოთი.

პუნქტი ვ.2. ნარკოტიკების მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა

(ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წინამდებარე  შეთანხმება ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღები, ან გრანტის მიმღების რომელიმე ძირითად წარმომადგენელს მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში.

(ბ)აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს დახმარება, ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დამტკიცებული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში.

პუნქტი ვ. 3. მშრომელთა უფლებები

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული  ‘გრანტით’ ან სხვა სხვა წერილობითი დოკუმენტის სახით ნებადართული იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, დაუშვებელია ფონდების ან სხვა სახის დახმარების გამოყენება ნებისმიერი საქმიანობის დროს, რომელიც ხელს უწყობს  საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებების დარღვევას პარტნიორ ქვეყანაში.

პუნქტი ვ. 4. ტერორისტების დაფინანსება

გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციასთან შესაბამისად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მისი პარტნიორი მხარს უჭერენ ტერორიზმის, განსაკუთრებით კი მის დამფინანსებელთა წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონმდებლობით აკრძალულია ტრანზაქციების განხორციელება, რესურსების მიწოდება და მხარდაჭერა, პირდაპირ თუ ირიბად, იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ასოცირებულნი არიან ტერორიზმთან. წინამდებარე  შეთანხმების ფარგლებში პარტნიორი თანახმაა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ  შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული არცერთი  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფონდი არ იქნება  გამოიყენებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მხარდასაჭერად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გასცეს განხორციელების წერილები, რომელიც უფრო სრულად აღწერს ამ  პუნქტში აღწერილ მოთხოვნებს.