„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016219
05/10
18/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
040030000.22.054.016219
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/10

2016 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ეროვნული კინოცენტრის მართვა

1.ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფუნქციები ეკისრება კინოცენტრის დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

2.ეროვნული კინოცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანიშვნის წესი და პირობები.

4.ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანხმობით.

5.დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის დავალებით მისი მოადგილე. ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს დირექტორი, ხოლო დირექტორის უფლებამოსილების გასვლის ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის დროებით მოვალეობის შესრულება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება  ერთ-ერთ მოადგილეს, ვიდრე არ განხორციელდება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დანიშვნა.

6. დირექტორი წარმოადგენს ეროვნულ კინოცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში.

7. დირექტორი, როგორც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი:

ა) უძღვება ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება ეროვნული კინოცენტრის გამგებლობის სფეროს;

ბ) პასუხისმგებელია ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაზე;

გ) შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და სამუშაო გეგმებს;

დ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ე) განსაზღვრავს კომპეტენციათა შიდასტრუქტურულ გადანაწილებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე;

ვ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კინოცენტრის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ეროვნული კინოცენტრის ყველა თანამშრომლისათვის;

ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიისა და საკონკურსო დებულების პროექტს;

კ) ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებებს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფესტივალებში ეროვნული ფილმების მონაწილეობის დაფინანსების შესახებ;

მ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში;

ნ) საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე ქმნის საექსპერტო კომისიას.

8. კინოცენტრის დირექტორი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც შეესაბამება კინოცენტრის მიზნებს და მოქმედ კანონმდებლობას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე